გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.08.2018
საქმის ნომერი
231210218002555945
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №231210218002555945-2/208-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

,,31“ აგვისტო, 2018 წელი ქ. ბორჯომი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში _ ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი _ ლანა ლონდარიძე

 

განმცხადებელი - თე---------------------

 

წარმომადგენელი - ამ------------–-–---–ი

 

დაინტერესებული პირი - ბო---------------–----–--------------ა

 

წარმომადგენელი - თა---------–---–ი

 

მოთხოვნა _ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

 

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით, განიხილა სამოქალაქო საქმე თე---------------------ს წარმომადგენლის ამ------------–-–---–ის განცხადებისა გამო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2591-ე 310-313-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თე---------------------ს განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

_ დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ 2--- წლის 1------------- გო--------------ს ოჯახის სახელზე გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა - რეგისტრაციის №1------- (საკადასტრო კოდი - 6-----------), ეკუთვნის თე---------------------ს (პ/ნ - 1----------).

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის (მის: ქ.ბორჯომი, ნოდარ დუმბაძის ქ. №7) მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის აპატარში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის და დაინტერესებული პირის თხოვნით, რომელთაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა