გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002604677
საქმე №3-241-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნინო გერგაული
სხდომის მდივანი - ნინო არაბული
მოსარჩელე: ე-–------ ქ---------ე
წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: თ----ა თ------ი
დავის საგანი: ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 აგვისტოს №04/1---- წერილის ბათილად ცნობა
1.2. დაევალოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - დოკუმენტის იმის შესახებ, რომ 2003 წლის 10 თებერვალს გარდაცვლილი ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის დანატოვარ(სამკვიდრო) ქონებას გორის რაიონის სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მისი გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს შვილი ე-–------ ვ-–--------ის ძე ქ---------ე
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მამამისი, ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 10 თებერვალს. მას ჰქონდა გორის რაიონის სოფელ ტ-------ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. მამის გარდაცვალების შემდეგ ამ ქონებას უვლის და ფლობს მოსარჩელე. კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა დედის სამკვიდროს მიღება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 1424-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის განმავლობაში, სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტის თანახმად: სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტით. იმ გარემოებას, რომ 2003 წლის 10 თებერვალს გარდაცვლილი ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის დანატოვარ(სამკვიდრო) ქონებას გორის რაიონის სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მისი გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს შვილი ე-–------ ვ-–--------ის ძე ქ---------ე დასტურდება მოწმეების ჩვენეებით.
გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა შემდეგი ფაქტის დადასტურებისათვის: 2003 წლის 10 თებერვალს გარდაცვლილი ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის დანატოვარ(სამკვიდრო) ქონებას გორის რაიონის სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მისი გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს შვილი ე-–------ ვ-–--------ის ძე ქ---------ე. მოპასუხემ უარი უთხრა აღნიშნულის დადასტურებაზე და ამის გამო ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას და ადმინისტრაციული ორგანოს აქტის ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2018 წლის 9 ივლისს მოსარჩელემ მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ფაქტის დადასტურება იმის შესახებ, რომ 2003 წლის 10 თებერვალს გარდაცვლილი ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის დანატოვარ(სამკვიდრო) ქონებას გორის რაიონის სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მისი გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს შვილი ე-–------ ვ-–--------ის ძე ქ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2018 წლის 9 ივლისის განცხადება.
3.2. ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის გარდაცვალების თარიღია 2003 წლის 10 თებერვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გარდაცვალების მოწმობა.
3.3. გორის არქივში დაცული ბ--–----ის თემის საკრებულოს, სოფელ ტ-------ის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ვ--–----ია გ------ის ძე ხ---–---–ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება მეუღლე ე------ა ე------ეს ასული ხ---–---–ი. გარდაცვლილია 1988 წელს. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 55კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგებული 1976 წელს და 0,07 ჰა მიწის ფართობი. სოფელ ტ-------ის 199602008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და კომლის ერთდაერთ წევრად ჩაწერილია ვ--–----ია ხ---–---–ი. გარდაცვლილია 2003 წელს. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 55კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგებული 1976 წელს და 1,04 ჰა მიწის ფართობი.ბ--–----ის თემის საკრებულოს 199301998 წლების მიწის განაწილების სიების საარქივო ჩანაწერებში ვ--–----ია გ------ის ძე ხ---–---–ის სახელზე ირიცხება 262კვ. მ მიწის ფართობი, ნაკვეთის N197, კვარტალი 02. ბ--–----ის თემის საკრებულოს 1988-1990 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნში ვ--–----ია გ------ის ძე ხ---–---–ის სახელზე ირიცხება 0,07 ჰა მიწის ფართობი. კატეგორია არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საარქივო ცნობა.
3.4 ე-–------ ქ---------ე არის ვ-–-------- გ------ის ძე ქ---------ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
დაბადების მოწმობა.
3.5. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 აგვისტოს №04/1---- წერილით უარი ეთქვა ე-–------ ქ---------ეს მამის გარდაცვალების დღიდან, დღემდე მისი დანატოვარი უძრავ-მოძრავი ქონების სოფელ ტ-------ში ფაქტობრივი მდგომარეობით ფლობის დადასტურებაზე. განემარტა, რომ ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თანახმად იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა განიხილავს სასამართლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 22 აგვისტოს №04/1---- წერილი.
3.6 1993 წლის 11 თებერვალს გაცემული ქ.გორის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების დასკვნით ე-–------ ვ-–--------ის ძე ხ---–---–ის გვარისა და ეროვნების აღდგენის შესახებ, შესწორდა მოქალაქეობრივი მდგომარეობის სააქტო ჩანაწერებში გვარი ქ---------ე: მამის გრაფაში გვარი და ეროვნება ქ---------ე, ქართველი, ქორწინების სააქტო ჩანაწერში ქ---------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1993 წლის 11 თებერვალს გაცემული ქ.გორის მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილების დასკვნა.
3.7 მოწმე ამირან პავლიაშვილმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ არის მოსარჩელის მეზობელი და დიდი ხანია იცნობს მის ოჯახს. დაადასტურა, რომ მამი გარდაცვალების შემდეგ ე-–------ ქ---------ე უვლის და სარგებლობს მისი უძრავი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მოწმის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი განსაზღვრავს სანოტარო მოქმედებებს, რომელთაც ასრულებს გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის (მერიის) რწმუნებული დასახლებულ პუნქტში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ1“ ქვეპუნქტის თანახმად: სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემული დოკუმენტით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, 2018 წლის 9 ივლისს მოსარჩელემ მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ფაქტის დადასტურება იმის შესახებ, რომ 2003 წლის 10 თებერვალს გარდაცვლილი ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის დანატოვარ(სამკვიდრო) ქონებას გორის რაიონის სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მისი გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს შვილი ე-–------ ვ-–--------ის ძე ქ---------ე.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 აგვისტოს №04/1---- წერილით უარი ეთქვა ე-–------ ქ---------ეს მამის გარდაცვალების დღიდან, დღემდე მისი დანატოვარი უძრავ-მოძრავი ქონების სოფელ ტ-------ში ფაქტობრივი მდგომარეობით ფლობის დადასტურებაზე. განემარტა, რომ ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ თანახმად იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა განიხილავს სასამართლო.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, რისთვისაც მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და ასევე რადგან მოპასუხემ ცნო სარჩელი, ეს გარემოება ხომ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს სანოტარო მოქმედება იქ სადაც არ არის სანოტარო ბიურო. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საკითხი სწორედ ერთერთ ამგვარ სანოტარო მოქმედებას წარმოადგენს. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მერიის დებულება შესაბამისი უნდა იყოს კანონმდებლობასთან, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლს, რომლის მიხედვით სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო ადგილობრივი თვიმმართველის მიერ აღნიშნული გარემოების და ფაქტის დადგენა სანოტარო მოქმედების სახით.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, გასაჩივრებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მომზადებისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე და ამის გამო ამავე კოდექსის 601 მუხლის თანახმად გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 აგვისტოს №04/1---- წერილის ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - დოკუმენტის იმის შესახებ, რომ 2003 წლის 10 თებერვალს გარდაცვლილი ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის დანატოვარ(სამკვიდრო) ქონებას გორის რაიონის სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მისი გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს შვილი ე-–------ ვ-–--------ის ძე ქ---------ე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
აქედან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში სახელმწიფო ბაჟის სახით - 50(ორმოცდაათი) ლარი და 200(ორასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, სულ 250(ორასორმოცდაათი) ლარი გადახდეს ე-–------ ქ---------ის სასარგებლოდ.
ე-–------ ქ---------ის მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100(ასი) ლარიდან (საგადასახადო დავალება N1) ე-–------ ქ---------ის საქმეზე, 50(ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50(ორმოცდაათი) ლარი დაუბრუნდეს ე-–------ ქ---------ეს.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ე-–------ ქ---------ის სარჩელი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2.გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 აგვისტოს №04/1---- ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნეს ცნობილი
3.დაევალოს გორის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის - დოკუმენტის - გამოცემა იმის შესახებ, რომ 2003 წლის 10 თებერვალს გარდაცვლილი ვ-–-------- გ------ის ძე ხ---–---–ის დანატოვარ(სამკვიდრო) ქონებას გორის რაიონის სოფელ ტ-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და სასოფლო-სამეურნეო მიწებს მისი გარდაცვალების დღიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს შვილი ე-–------ ვ-–--------ის ძე ქ---------ე.
4.მოცემულ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო ხარჯების ანგარიშში სახელმწიფო ბაჟის სახით - 50(ორმოცდაათი) ლარი და 200(ორასი) ლარი საადვოკატო მომსახურებისათვის, სულ 250(ორასორმოცდაათი) ლარი გადახდეს ე-–------ ქ---------ის სასარგებლოდ.
5. ე-–------ ქ---------ის მიერ 2018 წლის 24 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100(ასი) ლარიდან (საგადასახადო დავალება N1) ე-–------ ქ---------ის საქმეზე, 50(ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50(ორმოცდაათი) ლარი დაუბრუნდეს ე-–------ ქ---------ეს.
6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული