გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
010210218002540467
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210218002540467

საქმე № 2-2939/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი

Bბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

განმცხადებელი: გ---–--------------ე

მოთხოვნის არსი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 310-ე, 312-ე, 313-ე, 316-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ---–--------------ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. დადგენილი იქნას იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ აჭარის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ (საარქივო ცნობით) გაცემულ საკომლო ამონაწერში N864 მითითებული "გული დურსუნის ასული ზაქარაძე დაბადებული 1956 წელს“ ნამდვილად არის განმცხადებელი გ---–--------------ე პ/ნ №61006017123, დაბადებული 03.02.1956 წელს და აღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტი, კომლის სხვა წევრებთან ერთად ეკუთვნის განმცხადებელ გ---–--------------ეს პ/ნ №61006017123.

 

3. დადგენილი იქნას იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის თაობაზე, რომ აჭარის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ხელვაჩაურის არქივის მიერ (საარქივო ცნობით) გაცემულ სამუშაო სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტში, მითითებული „გული დურსუნის ასული ზაქარაძე“ ნამდვილად არის განმცხადებელი გულიკო დურსუნის ასული ზაქარაძე პ/ნ №61006017123, დაბადებული 03.02.1956 წელს და უფლების დამდგენი დოკუმენტი რომელიც ადასტურებს საბჭოთა მეურნეობის N I ბრიგადის წევრად 1975 წლიდან 1993 წლის 15 თებერვლამდე მუშაობის პერიოდს, ეკუთვნის განმცხადებელ გ---–--------------ეს პ/ნ №61006017123.

 

3. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

 

შენიშვნა:

 

გ---–--------------ის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისE 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით, დასაბუთების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ‘’,,ა’’’’ ქვეპუნქტის ძალით გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე