გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340310--9003237218
საქმე #3/132-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი :
05 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი თეონა ნატროშვილი
მოსარჩელე - დი---------------–--ლი;
მოპასუხე - სსიპ ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლა;
წარმომადგენელი - ლე-–-----------–--ლი (---------------, და------------------–--ლი;
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
წარმომადგენელი - არ გამოცხადებულა;
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
წარმომადგენელი - არ გამოცხადებულა;
დავის საგანი - მოსარჩელის მიერ სსიპ ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში სრული ზოგადი განათლების პროგრამის გავლის ფაქტის აღიარება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნას, რომ მოსარჩელემ სსიპ ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში 20-- წელს დაასრულა სრული ზოგადი განათლების პროგრამა;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო (შესაგებლის მე-2 გვერდზე მონიშნა შესაბამისი ფანჯარა), თუმცა მოსარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ იზიარებს იმ პოზიციას, რომ სსიპ ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლა დაამთავრა „დი----------------–--ლმა“, ვინაიდან დოკუმენტების უმრავლესობაში სწორედ ეს სახელია მითითებული. თავის დროზე კი ცნობის გაცემა, რომ თითქოს „დი---------------–--ლმა“ დაასრულა სრული ზოგადი განათლების კურსი ამ სკოლაში 20-- წელს, განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სიმწიფის ატესტატების გაცემის ჟურნალში იმ პირის სახელი და გვარი, ვინც მიიღო ატესატატი მითითებულია „დი---------------–--ლი“. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2019 წლს 0-------ს გამოცემული #01/1----9/გ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ არის სწორად მიღებული გადაწყვეტილება;
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ უსარგებლია შესაგებლის წარმოდგენის უფლებით და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადებულა საქმის ზეპირი განხილვის სხდომაზე. ამდენად, სასამართლოსათვის უცნობა ამ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით;
3.2. რაც შეეხება მეორე მესამე პირს - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოში არ შემოსულა მისი შესაგებელი, თუმცა 2019 წლის 0- ნოემბერს (სხდომის მეორე დღეს) მოსამართლის თანაშემწემ კანცელარიაში ჩაიბარა ამ ადმინისტრაციული ორგანოს შესაგებელი, რომელის „01.11.2019წ.“ და გურჯაანის რაიონულ სასამართლოში შემოვიდა ფოსტის მეშვეობით სხდომის დღეს - „05.11.2019წ.“ (კონვერტით ირკვევა, რომ ის ფოსტას ჩაბარდა „04.11.2019წ.“, ანუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში. შესაგებელში მესამე პირი არ ცნობს სარჩელს. ძირითადი ხაზი, რაც გატარებული შესაგებელში ასახულია სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 0-------ის უარყოფით გადაწყვეტილებაში. ამასთან, მესამე პირი მიიჩნევს, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22 აგვისტოს გადაწყვეტილება არ არის საფუძველი შესაბამისი ატესტატის დუბლიკატის გაცემისათვის, - ყველა ამ საკითხზე საქმის განხილვის დროს იყო საუბარი. შესაბამისად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მათ შეეხება მათ და გასცემს შესაბამის პასუხს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსათვის უცნობი იყო შესაგებლის არსებობა, მესამე პირის პოზიცია არ დარჩენილა გახმოვანებისა და მსჯელობის გარეშე;
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 20-- წლის 0-----–-სს დი----------------–--ლის სახელზე გაიცა აგ #0------ საშუალო განათლების ატესტატი. მასში მითითებულია, რომ დი----------------–--ლმა (დაბადებულმა 19-- წელს) 20-- წელს დაამთავრა ქალაქ გურჯაანის ზოგადსაგანმანათლებლო პირველი საშუალო სკოლის სრული კურსი;
4.2. 2019 წლის 22 აგვისტოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს #2-----19 გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ „საშუალო განათლების ატესტატი აგ #0------, გაცემული 20-- წლის 0-----–-სს დი----------------–--ლის სახელზე - როგორც უფლების დამდგენი საბუთი, ეკუთვნის დი---------------–--ლს (დაბადებული 0-.0-.19--წ., პ/ნ1----------). აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა (მოსარჩელის ახსნა-განმარტების თანახმად);
4.3. ქ. გურჯაანის საშუალო სიმწიფის ატესტატის ბლანკის აღრიცხვის წიგნის თანახმად (აღნიშნული წიგნი ბეჭდით დამოწმებული სახით წარმოადგინა მოპასუხემ), ნომერი აგ #0------ ატესტატის გასწვრივ მითითებულია „დ.ს. დარჩაშვილი“. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი #0----------- დაბადების მოწმობის თანახმად, ის დაიბადა 19-- წლის 0- ივნისს და მისი მამის სახელია „სა-------ა“. მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, ასევე მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვირების სააგენტოს 2019 წლის 0-------ის ცნობილი გადაწყვეტილებითა და იმავე სააგენტოს გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სახელი და გვარი არ შეუცვლია;
4.4. საქმეში წარმოდგენილია კიდევ ერთი დოკუმენტი - ქ. გურჯაანის ზოგადსაგანმანათლებლო #1 საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნი, რომელშიც ზემოაღნიშნული ატესტატის მიმღებად მითითებული „და-----–--ლი დი------ი სა-------ს ძე, დაბადებული 0-.0-.8-წ., საშუალოს სკოლაში შესვლის თარიღი 19--წ.“, თუმცა გვარში მე-2 „ა“ გადახაზულია (სკოლის დირექტორის განმარტებით, ასოს გადაშლა მოხდა ჟურნალში (დედანში) და მისთვის უცნობია, თუ როდის გაკეთდა ეს);
სამოტივაციო ნაწილი :
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს;
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია (შემდეგ - „კონსტიტუცია“), „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი (შემდეგ - „სასამართლოების კანონი“), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (შემდეგ - „სასკ), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდეგ - „სსსკ“), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგ - „განათლების კაკნონი“), „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება (შემდეგ - „მინისტრის ბრძანება“);
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. იმავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;
სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
როგორც აღინიშნა, სარჩელის ცნობა იწვევს მის დაკმაყოფილებას. სარჩელი ცნობა გულისხმობს მოპასუხის მხრიდან იმ სამართლებრივი შედეგის დათახმებას, რაც სარჩელშია გაცხადებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სარჩელის ცნობით მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას აქვს ერთი სპეციფიკა, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობა ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, ანუ სასამართლო ამოწმებს, სარჩელის ცნობა ხომ არ ეწინააღმდეგება კანონს. ეს გარემოება განპირობებული ადმინისტრაციულ საქმეებში საჯარო (სახელმწიფო და საზოგადეობრივ) ინტერესის არსებობით, როცა სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ ლახავს სარჩელის ცნობა სახელმწიფო და საზოგადეობრივ ინტერესებს, როგორც სამართლებრივი ღირებულებების ერთობლიობას;
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა, რომ ცნობს სარჩელს, მაგრამ არ დათენახმა, არ გაიზიარა მსარჩელის მოთხოვა, ანუ მოპასუხემ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მას არ უყალიბებს აზრს, რომ სსიპ ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლა 20-- წელს დაამთავრა მოსარჩელემ და არა „დი----------------–--ლმა“. ამიტომ, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ სარჩელის ცნობასთან, მისი კლასიკური გაგებით, საქმე არ გვაქვს;
7.2. სსსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს: უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს;
იმავე კოდექსის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში;
იმავე კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს;
მოცემულ შემთხვევაში არსებობს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აგ #0------ ატესტატის მოსარჩელისადმი, ანუ დი---------------–--ლისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრაციის საფუძველს (ამასთან, ის ვერ ცვლის ამ ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს);
ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა რა ზოგადი სრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოსარჩელისადმი კუთვნილება, ირიბად დაადგინა, რომ მან გაიარა სსიპ ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის საშუალო ზოგადი განათლების სრული კურსი 19-- წლიდან და დაასრულა მისი გავლა 20-- წელს აგ #0------ ატესტატის მიღებით, რაც ავტომატურად უნდა დადებოდა სამართლებრივ საფუძვლად მისი მოთხოვის დაკმაყოფილებისათვის მესამე პირების მხრიდან - მათ უნდა გაეცათ ატესტატის დუბლიკატი უკვე დი---------------–--ლის სახელზე, რადგან კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, სასამართლოების კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე სსსკ-ის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტის (გადაწყვეტილების თუ სხვა დოკუმენტის) შესრულება სავალდებულია ყველას მიერ, ვისაც ის ეხება, ხოლო მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;
მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ სსიპ სერვისების განვითარების სააგენტომ არ მოახდინა შესაბამისი ქმდებების განხორციელება სიღნაღის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყევტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად;
კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება უზრუნველყოფს ადამიანის (მოსარჩელის) დარღვეული უფლებების დაცვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარებითი სარჩელი არის ყველაზე მოკლე გზა იმისათვის, რომ მოსარჩელემ დაიცვას თავისი დარღვეული უფლება და სამართლებრივად მიაღწიოს თავისი კანონიერი ინტერესის რეალიზაციას;
7.3. სასკ-ის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი;
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - ადგილი უნდა ჰქონდეს პირის უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისთვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია;
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში;
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - დი---------------–--ლის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა მასში, კერძოდ, გვარის გრაფაში მოხდა შეცდომა;
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება;
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი - ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება;
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია გარემოება, რომ მოსარჩელემ 20-- წელს დაასრულა სრული ზოგადი განათლების მიღება დღეისათვის უკვე - სსიპ ქ. გურჯაანის 31 საჯარო სკოლაში და მას მიეცა შესაბამისი ატესტატი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასკ-ის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადასტურებულია მოსარჩელის კანონიერი ინტერესიც, მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, - ესაა: ამ ფაქტის დადასტურება უცხო ქვეყანაში შესაბამისი უფლების მოსაპოვებლად;
7.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება;
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს;
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა;
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ მინისტრის ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: (ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; (ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს;
· ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულია მოსარჩელის მიერ სსიპ ქ. გურჯაანის #1 სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
როგორც ვხედავთ, განათლების უფლება სახელმწიფო მთავარი კანონის მიერ აღიარებულია სოციალურ უფლებად, რომლის დაცვაც სახელმწიფო მხრიდან ზრუნვის ერთ-ერთი ძირითადი საგანია. ამდენად, ზოგად განათლების საკითხთან დაკავშირებული ეს დავა, თავის არსით, არის „სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხიდან დაკავშირებული“ და ამიტომ მისი განხილვა არ უნდა დაიბეგროს სახელმწიფო ბაჟით.
· მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას - 2019 წლის 1------------რს (საგადახდო დავალება #1, გადამხდელის ბანკი: სს „ვითიბი ბანკი“, სახაზინო კოდი: 300503150) - გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მან ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა არასწორად, რაც ექვემდებარება დაბრუნებას სრულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-10, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დი---------------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს ფაქტი იმისა, რომ დი---------------–--ლმა (პ/ნ 1----------) 20-- წელს დაამთავრა სრული ზოგადი განათლების მიღება სსიპ ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში;
3. დი---------------–--ლს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 1------------რს სახელმწოფო ბიუჯეტში (საგადახდო დავალება #1, გადამხდელის ბანკი: სს „ვითიბი ბანკი“, სახაზინო კოდი: 300503150) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა. გასაჩივრების ვადა შეადგენს 14 დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან მეორე დღეს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: გურჯაანის, სანაპიროს ქ. №24), რომელიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა);
მოსამართლე: /დევი დევიძე/