მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი
1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია. # # # # #
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (23.03.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება 1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. 2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. 3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია. # # # # #
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(167)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 167-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-650(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
…უკვე გამოცემულია აკადემიურ თაღლითობაზე წერილობითი გაფრთხილება) ი. ბ-ეის მიმართ გამოყენებულ იქნა სტუდენტის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის 4.2, 4.10 და 6.4 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა: სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს განათლების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლების ადეკვატური უზრუნველყოფის პრინციპს.
საქმე №ბს-924(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2025
7. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო კურსის გასავლელად მოსარჩელეთა დაშვების წინაპირობების არსებობა. 8. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქმე №ბს-1260(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
საქმე №ბს-320(გ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლით რეგლამენტირებულ ღირებულ საჯარო მიზნებს საფუძვლად უდევს უმაღლესი განათლების აბსტრაქტული საკონსტიტუციო იდეალის - საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დაცული განათლების მიღების, მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების უფლებების ადეკვატური უზრუნველყოფა.
საქმე №ბს-997(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2025
გრანტის გაცემა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით განმტკიცებული განათლების მიღების უფლების რეალიზების ერთ-ერთი საშუალებაა.
საქმე №ბს-383(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
საქმე №ბს-394(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
საქმე №ბს-1205(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
საქმე №ბს-478(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ბს-789(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
საქმე №ბს-1185(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2023
საქმე №ბს-924(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
საქმე №ბს-660(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
საქმე №ბს-1014(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2022
საქმე №ბს-919(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2022
საქმე №ბს-1065(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.10.2021
საქმე №ას-247-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2021
საქმე №ბს-149(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 167-დან — დანარჩენი: «მთელი პრაქტიკა ამ მუხლზე».
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 35 (137)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 35; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
საქმე №ბს-485(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2019
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები. სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.
საქმე №ბს-1257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2019
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასევე,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის,,C" ქვეპუნქტი(საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომელი აქტებითაც დაცულია განათლების უფლება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუცია“, მუხლი 27, №786, 24.08.1995, სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.000.116 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30346/muxli-27/