განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
330310018002613799
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002613799

საქმე №3ბ/972-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

09 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - ხატია არდაზიშვილი

გიორგი ტყავაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - დ----- ჭ---–------

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ------ ი----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ლ---- ჯ---–--, ბ--- ბ------–-–---–-, ი-----–- ჯ-----–---–-

წარმომადგენელი - ნ-----–- ს--------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტების მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. მოწინააღმდეგე მხარეთა პოზიცია:

 

ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-სა და ი-----–- ჯ-----–---–-ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-ს, ი-----–- ჯ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №-------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა, მიმართოს წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-ს, ი-----–- ჯ-----–---–-ს ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-ს, ი-----–- ჯ-----–---–-ს ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ივნისს №-------------- წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი, რომლითაც ზოგადი უნარების ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 08 ივნისის №--- ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი და ზოგადი უნარების გამოცდა 5-6 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.

 

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ - ლ---- ჯ---–--, ბ--- ბ------–-–---–- და ი-----–- ჯ-----–---–- და მათზე გაიცა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლითაც ზოგადი უნარების გამოცდა 5 ივლისის დაენიშნათ.

 

2018 წლის 29 ივნისს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა №----------------- წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოსალოდნელი ცხელი დღეების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განრიგის შეცვლა. შეცვლილი განრიგის შესაბამისად, ზოგადი უნარების გამოცდის თარიღად 6-7 (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანებით ცვლილება შევიდა „2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №--- ბრძანებაში და ზოგადი უნარების გამოცდა 6-7 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.

 

2018 წლის 17 აგვისტოს ლ---- ჯ---–---, ბ--- ბ------–-–---–-- და ი-----–- ჯ-----–---–-- №------- განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მათთვის ზოგადი უნარების გამოცდის დანიშვნა მოითხოვეს. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ არიან ს-----------------–---------–------–------------------–-–----------------------------–--- და ვინაიდან თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი განისაზღვრა, ს-------–------------------------------------------–-------------–- გამგზავრება 6 ივლისს დაგეგმეს. შესაბამისად, მოგვიანებით გამოცდის თარიღის შეცვლის გამო ვერ შეძლეს ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოცხადება.

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №-------------- წერილით ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–- და ი-----–- ჯ-----–---–ს 2018 წლის 17 აგვისტოს №------- განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიმე სახის გამონაკლისებისა და შეღავათების გაწევას, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნდა.

 

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტიტის რექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს N--------- ცნობის თანახმად, ამავე უნივერსიტეტში 2018/2019 სასწავლო წლის მისაღები შიდა სპორტული ტური წარმატებით გადალახეს აბიტურიენტებმა ლ---- ჯ---–---, ბ--- ბ------–-–---–--, ი-----–- ჯ-----–---–--. ამავე ცნობის თანახმად, 2018/2019 სასწავლო წლისათვის სპორტის უნივერსიტეტს მწვრთნელთა ფაკულტეტზე ჰქონდა 130 ვაკანტური ადგილი, რომელზეც ჩაირიცხა 45 სტუდენტი, ამჟამად დარჩენილია 85 ადგილი.

 

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა ქართული ენა და ლიტერატურაში, ასევე უცხო ენაში გადალახეს კომპეტენციის ზღვარი.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“, რომელიც არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესს და პირობებს. მითითებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანია: ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

 

ამავე დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტესტირება თითოეულ საგანში ტარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ივნისს №-------------- წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი, რომლითაც ზოგადი უნარების ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 08 ივნისის №--- ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი და ზოგადი უნარების გამოცდა 5-6 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.

 

სასამართლომ მიუთითა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განთავსდება საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება: ა) ჩასაბარებელი საგნების ნუსხა; ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც აბიტურიენტი ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს; გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ - ლ---- ჯ---–--, ბ--- ბ------–-–---–- და ი-----–- ჯ-----–---–- და მათზე გაიცა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლითაც ზოგადი უნარების გამოცდა 5 ივლისის დაენიშნათ. 2018 წლის 29 ივნისს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა №----------------- წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოსალოდნელი ცხელი დღეების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განრიგის შეცვლა. შეცვლილი განრიგის შესაბამისად, ზოგადი უნარების გამოცდის თარიღად 6-7 (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანებით ცვლილება შევიდა „2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №--- ბრძანებაში და ზოგადი უნარების გამოცდა 6-7 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.

 

2018 წლის 17 აგვისტოს ლ---- ჯ---–---, ბ--- ბ------–-–---–-- და ი-----–- ჯ-----–---–-- №------- განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მათთვის ზოგადი უნარების გამოცდის დანიშვნა მოითხოვეს. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ არიან ს-----------------–---------–------–------------------–-–----------------------------–--- და ვინაიდან თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი განისაზღვრა, ს-------–------------------------------------------–-------------–- გამგზავრება 6 ივლისს დაგეგმეს. შესაბამისად, მოგვიანებით გამოცდის თარიღის შეცვლის გამო ვერ შეძლეს ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოცხადება.

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №-------------- წერილით ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–- და ი-----–- ჯ-----–---–ს 2018 წლის 17 აგვისტოს №------- განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიმე სახის გამონაკლისებისა და შეღავათების გაწევას, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნდა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის თანახმად, „წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.“

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის შესაძლებლობის შექმნას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავო ქცეული 2018 წლის 23 აგვისტოს №-------------- გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა რაიმე სახის გამონაკლისებისა და შეღავათების გაწევას არ ითვალისწინებდა, არ არსებობდა ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის №ბს-1246-821(კ-5) გადაწყვეტილება, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს შესაბამისი კანონის სწორი შეფარდების საფუძველზე, რაც ხორციელდება კანონის სწორი განმარტების, ანუ მისი ნამდვილი აზრის გამორკვევის, სიტყვათა შესაბამის წყობაში გამოვლენილი კანონმდებლის განზრახულობის ამოხსნის გზით. კანონის განმარტებას ერთგვარი სირთულე ახლავს იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმა აზრობრივად არ არის ცხადი და თანამიმდევრული ან მისი პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება ეწინააღმდეგება კანონის მიზანს, ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან გადაწყვეტას. კანონის მხოლოდ სიტყვასიტყვითი (გრამატიკული) მნიშვნელობით ვიწრო გაგების პრინციპზე დიდი ხანია უარი თქვა იურისპრუდენციამ. იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება წინააღმდეგობაშია კანონის მიზანთან, სასამართლომ ნორმაშეფარდების პროცესში უნდა გადაწყვიტოს, ხომ არ წარმოიშობა აღნიშნული ნორმის სხვა ხერხებით განმარტების აუცილებლობა და მათ შორის, ხომ არ უნდა იმოქმედოს კანონის ობიექტური მიზნიდან გამომდინარე, სამართლით, რომელიც გამომდინარეობს არსებული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან, ამავე მართლწესრიგის ფარგლებში და უზრუნველყოს კონკრეტული ურთიერთობის სამართლიან გადაწყვეტას.“

 

სასამართლომ განმარტა, რომ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი არეგულირებს აბიტურიენტის ტესტირებაზე გამოუცხადებლობის იმ შემთხვევას, როდესაც აბიტურიენტი მისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით არ ცხადდება ტესტირებაზე და აღნიშნული გამოუცხადებლობა მას ართმევს დამატებითი ტესტირების ჩატარების მოთხოვნის უფლებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცდის ჩატარების თარიღის ცვლილების შემთხვევაში აბიტურიენტის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევის რეგულირებას მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს.

 

განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველად მოსარჩელეებს ზოგადი უნარების გამოცდა 5 ივლისს დაენიშნათ, ხოლო მოგვიანებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანების საფუძველზე, გამოცდის ჩატარების თარიღად 6 ივლისი განესაზღვრათ და სწორედ მითითებულმა ცვლილებამ განაპირობა ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-ს და ი-----–- ჯ-----–---–-ს ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოუცხადებლობა. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენების და მოსარჩელეებისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლების შეზღუდვის, კერძოდ, ზოგადი უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანის ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.1. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვალის N19/ნ ბრძანების მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, ტესტირება თითოეულ საგანში ჩატარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი თარიღი.

აპელანტი მიუთითებს, რომ გამოცდის თარიღის ცვლილება დაკავშირებული იყო მოსალოდნელ ცხელ დღეებთან, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აფრთხილებდა მოსახლეობას, მორიდებოდნენ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. აგრეთვე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 30 ივნისს - 4 ივლისს მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდებოდა. შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შექმნოდა მათ ჯანმრთელობას, ზოგადი უნარების გამოცდა დაინიშნა 6-7 ივლისს (პირველი და მეორე სესია).

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ცენტმა გადაწყვეტილება მიიღო აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, სადავო აქტი როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით არ ეწინააღმდეგება კანონს და ის უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და უკანონოდ არ ზღუდავს მის უფლებას. სადავო აქტები, რომელთაც შესაძლებელია ზიანი მიეყენებია მოსარჩელეებისათვის, არ იყო გასაჩივრებული, კერძოდ, 2018 წლის 08 ივნისის ბრძანება N---, რომლითაც დამტკიცდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი და 2018 წლის 29 ივნისის ბრძანება N---- რომლითაც ცვლილება განხორციელდა დადგენილ განრიგში.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

 

4.2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში 30 ივნისს-4 ივლისს მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდებოდა. ამასთან, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განრიგის ცვლილება გამოწვეული იყო აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შექმნოდა მათ ჯანმრთელობას.

 

სადავო გადაწყვეტილების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელეებმა ს-------–------------------------------------------–-------------–- გამგზავრება 6 ივლისს იმიტომ დაგეგმეს, რომ თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი იყო განსაზღვრული. სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს N------- წერილში განმარტებული იყო მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის სამართლებრივი საფუძველი - „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზანზე. მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, აღნიშნული მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგება, ამასთან, იქმნება სახიფათო პრეცენდენტი, რაც გამოიხატება იმ გარემოებაში, რომ აბიტურიენტთა ნაწილი შეძლებს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებით მანიპულირებას, გამოცდაზე გამოცხადების შეუძლებლობის საფუძვლად სხვადასხვა „ობიექტური გარემოების მოძიებას“ და განმეორებითი გამოცდის დანიშვნის მოთხოვნას. მითითებული საფრთხეს შეუქმნის ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანს - საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

 

სადავო გადაწყვეტილების შედეგი არსებითად დაფუძნებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე. სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლზე. აპელანტი აღნიშნავს, რომ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლებასთან დაკავშირებულ დებულებებს, თუმცა მოცემულ სამართლებრივ აქტებს და მათში ასახულ დებულებებს მოსარჩელეთა მოთხოვნის საგანთან სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს. აღნიშნული სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულია განათლების მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არსებული ზოგადი ხასიათის დებულებები. მოსარჩელეებისთვის განათლების მიღების უფლება კი არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არანაირი ფორმით არ შეუზღუდავს, პირიქით, სახელმწიფო უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მსურველი ყველა პირისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მეშვეობით განათლების მიღების უფლების რეალიზაციას. ამასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატით უზრუნველყოფილია პროცესის ობიექტურობა და გამჭვირვალობა.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, კანონის ობიექტური მიზანი არის განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების რეალიზება ყველა აბიტურიენტის თანასწორუფლებიანობის დაცვის პრინციპის საფუძველზე. სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზებას ემსახურება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა მოსარჩელეებს ართმევს უფლებას მოითხოვონ დამატებითი ტესტირების ჩატარება. ამასთან, საყურადღებოა, რომ სადავო შემთხვევაში გამოცდის თარიღების ცვლილებას ჰქონდა ობიექტური საფუძველი და აღნიშნულის თაობაზე გამოცემული ბრძანება მოსარჩელეთა მიერ სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, ისინი სამართლებრივად ეთანხმებიან მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის N--- ბრძანებით 2018 წლის 8 ივნისის N--- ბრძანებაში შესულ ცვლილებას გამოცდების განრიგის შეცვლის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გადაწყვეტილების დასაბუთებას არ იზიარებს.

 

სააპელაციო პალატა დამატებით საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 18 და 19 ივნისს ბ--- ბ------–-–---–--, ი-----–- ჯ-----–---–-- და ლ---- ჯ---–--- განცხადებებით მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს და ითხოვს ზოგადი უნარების გამოცდის 5 ივლისს ჩანიშვნა, ვინაიდან 6 ივლისს მათი ს-----------------–-------–-------------- მიემგზავრებოდა გ--------–------------------------------------–---. (ს.ფ. 76; 82; 88).

 

დადგენილია, რომ ბ--- ბ------–-–---–-, ი-----–- ჯ-----–---–სა და ლ---- ჯ---–--ს ზოგადი უნარების გამოცდა 5 ივლისს დაენიშნათ. (ს.ფ. 135; 172; 174).

 

2018 წლის 30 ივნისს, ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით, ბ--- ბ------–-–---–--, ი-----–- ჯ-----–---–-- და ლ---- ჯ---–--- განცხადებებით მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს და ითხოვეს ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარება ნებისმიერ რიცხვში, გარდა 6, 7, 8 ივლისისა. მიზეზად მიეთითა ა----------------–-------–--–--------------------- საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობა. (ს.ფ. 79; 84; 87).

 

ზემოთ აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის წერილებით განმცხადებლებს განემარტათ გამოცდის თარიღის ცვლილების მიზეზი, რომ მოსალოდნელ ცხელ დღეებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აფრთხილებდა მოსახლეობას, მორიდებოდნენ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში 30 ივნისს - 4 ივლისს მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდებოდა. განცხადებაში ასევე მიეთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტზე და განმცხადებლებს ეცნობათ, რომ ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა გამოცდის სხვა დღეებში დანიშვნასთან დაკავშირებით. (ს.ფ. 80-81; 85-86; 90-91).

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ლ---- ჯ---–--------, ბ--- ბ------–-–---–-სა და ი-----–- ჯ-----–---–------- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში ზოგადი უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდა არის პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად. იმავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს, ხოლო ამავე ნორმის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს აწესრიგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“. მითითებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანია: ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

 

ზემოთ აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის აბიტურიენტმა დადგენილი წესით უნდა გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები, გადალახოს მინიმალური ზღვარი და მიღებული შედეგების საფუძველზე მოიპოვოს სწავლის გაგრძელების უფლება. ამასთან, ვინაიდან გამოცდებზე მიღებულ შედეგებზე არის დამოკიდებული, ერთი მხრივ, გრანტის მოპოვება, მეორე მხრივ კი, შედეგების მიხედვით დგება იმ აბიტურიენტების სია, რომლებიც ჩაირიცხნენ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში, აუცილებელია გამოცდები წარიმართოს ობიექტურად, თანასწორობის პრინციპის დაცვით, გამჭვირვალობის უზრუნველყოფით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განთავსდება საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება: ა) ჩასაბარებელი საგნების ნუსხა; ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც აბიტურიენტი ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს; გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.

დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტესტირება თითოეულ საგანში ტარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად. მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ფორსმაჟორის არსებობის შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი ვადა.

 

ამასთან, დებულების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

 

ამდენად, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამით გათვალისწინებულ თითოეულ საგანში გამოცდა ტარდება წინასწარ განსაზაღვრული გრაფიკით, ერთი ან რამდენიმე სესიის მეშვეობით და თითოეულ აბიტურიენტს წინასწარ ეცნობება, კონკრეტულად რომელ რიცხვსა და რომელ საათზე ჩაუტარდება ამა თუ იმ საგანში გამოცდა. გამონაკლისის სახით, როდესაც არსებობს ფორსმაჟორული სიტუაცია, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია განსაზღვროს კონკრეტულ საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების ახალი ვადა. ვადის შეცვლა აუცილებლად უნდა იყოს გამოწვეული ობიექტურად გამართლებული საფუძვლის, დაუძლეველი ძალის არსებობით. ამასთან, ნორმატიული აქტი ცალსახად ადგენს, რომ თუკი აბიტურიენტი ტესტირებაზე არ გამოცხადდება, იგი ვერ მოითხოვს დამატებითი ტესტირების ჩატარებას, მიუხედავად ტესტირებაზე გამოუცხადებლობის მიზეზისა.

 

სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდა დაინიშნა 2018 წლის 5 და 6 ივლისს. ამასთან, მოსარჩელეებმა განცხადებებით მიმართეს რა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, განმარტეს, რომ საფეხბურთო კლუბის შემადგენლობაში ირიცხებიან და მიემგზავრებიან გერმანიაში ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის გამოც მათთვის გამოცდის 5 ივლისს ჩანიშვნა მოითხოვეს. მოცემული მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკმაყოფილდა. ამდენად, ცენტრმა გაითვალისწინა აბიტურიენტთა სურვილი, გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზი და ამასთან, სწორედ ჩანიშნული სესიების ფარგლებში დაუნიშნა გამოცდა.

 

აღნიშნულის შემდგომ, 2018 წლის 29 ივნისს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა №-------------- წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოსალოდნელი ცხელი დღეების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განრიგის შეცვლა. შეცვლილი განრიგის შესაბამისად, ზოგადი უნარების გამოცდის თარიღად 6-7 (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა. შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №--- ბრძანებით ცვლილება შევიდა „2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №--- ბრძანებაში და ზოგადი უნარების გამოცდა 6-7 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.

 

შედეგად, 2018 წლის 30 ივნისს ბ--- ბ------–-–---–--, ი-----–- ჯ-----–---–-- და ლ---- ჯ---–--- განცხადებებით მიმართეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს და ითხოვეს ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარება ნებისმიერ რიცხვში, გარდა 6, 7, 8 ივლისისა, რაზეც ეთქვათ უარი. მოსარჩელეებმა 2018 წლის 17 აგვისტოსაც მიმართეს განცხადებით ცენტრს ზოგადი უნარების გამოცდის დანიშვნის მოთხოვნით, მიუთითეს, რომ არიან ს-----------------–----------–------–-------------------–-–----------------------------–--- და ვინაიდან თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი განისაზღვრა, ს-------–------------------------------------------–-------------–- გამგზავრება 6 ივლისს დაგეგმეს. შესაბამისად, მოგვიანებით გამოცდის თარიღის შეცვლის გამო, ვერ შეძლეს ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოცხადება. მოცემული მოთხოვნა ცენტრმა ასევე არ დააკმაყოფილა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, რამდენად ობიექტური მიზეზით მოხდა საგამოცდო თარიღის ცვლილება და ამასთან, რადგან მოსარჩელეთა განმარტებით, სწორედ თარიღის ცვლილებამ გამოიწვია მათი გამოცდაზე გამოცხადების შეუძლებლობა, ხოლო თავდაპირველი თარიღის დატოვების შემთხვევაში, ისინი გამოცდაში მონაწილეობას მიიღებდნენ, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსარჩელეთა გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზი.

 

სააპელაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საგამოცდო თარიღის ცვლილება მოხდა ყველა აბიტურიენტისთვის, ადგილი არ ჰქონია უთანასწორო მოპყრობას. ამასთან, გამოცდის გადადება გამოიწვია სწორედ აბიტურიენტთა ინტერესების დაცვისა და მათთვის გამოცდის სათანადო პირობებში ჩაბარების უზრუნველყოფის აუცილებლობამ. კერძოდ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გამოცდის თარიღის ცვლილების საჭიროება წარმოიშვა მოსალოდნელი ცხელი დღეების გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაფრთხილების გათვალისწინებით. ამდენად, გამოცდის თარიღის შეცვლა მიზნად ისახავდა აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვას, ასევე, მათთვის გამოცდის ჩაბარების ნორმალური, სათანადო პირობების შექმნას.

 

რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ გამოცდის შეცვლილი თარიღით ჩაბარების შეუძლებლობას, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავდაპირველად ცენტრმა მოსარჩელეთა ინტერესების გათვალისწინებით, მათი ხელშეწყობისთვის გამოცდის თარიღად მათ განუსაზღვრა 5 და არა 6 ივლისი, მაგრამ ამ პერიოდისთვის გამოცდის თარიღი დაინიშნა ზოგადი უნარების გამოცდისთვის გამოყოფილი სესიების ფარგლებში, რომელიც უნდა წარმართულიყო 5 და 6 ივლისს. გამოცდის თარიღის ცვლილების შემდგომ კი ზოგადი უნარების გამოცდა უნდა ჩაბარებულიყო 6 და 7 ივლისს, ხოლო მოსარჩელეებს არცერთ აღნიშნულ თარიღში არ სურდათ გამოცდის ჩაბარება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა არა გამოცდისთვის წინასწარ განსაზღვრული სესიების ფარგლებში გამოცდის დღის ან საათის ცვლილება, არამედ სპეციალურად მოსარჩელეებისთვის დამატებითი გამოცდის დანიშვნა, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოცდის თარიღის გადატანა სწორედ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა, ამასთან, აუცილებელია შეფასდეს შედეგად რა ინტენსივობით შეიზღუდა მოსარჩელეთა უფლებები. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეთა მიერ მითითებულ საფუძველზე და მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოება არ შეიძლება განმარტებული იქნეს, როგორც ისეთი ობიექტური, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ფაქტი, რომლის არსებობის პირობებშიც მოსარჩელეები მოკლებულნი იყვნენ ახალი თარიღით დანიშნულ გამოცდაზე გამოცხადების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეები მონაწილეობას იღებდნენ სა------------------------------------------–-, რომლის შედეგიც გავლენას არ ახდენს რომელიმე საერთაშორისო შეჯიბრში საფეხბურთო ნაკრებისა თუ კლუბის რეიტინგზე, მის მიმართ საჯარო ინტერესი გაცილებით ნაკლებია, ამასთან, სადავო შემთხვევაში, მ---------–------------------–- მონაწილეობის მიღებას შეძლებდა მოსარჩელეთა მონაწილეობის გარეშეც, მათი ჩართულობის მიუხედავად შესაძლებელი იქნებოდა გუნდის შესაბამისი შემადგენლობის შეკრება. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები 2018 წლის 29 ივნისს უკვე იყვნენ ინფორმირებული გამოცდის თარიღის ცვლილების თაობაზე, უფრო მეტიც, 2018 წლის 30 ივნისს მიმართეს რა ცენტრს განცხადებებით გადატანილი გამოცდის თარიღის ცვლილების თაობაზე, ცენტრის 2018 წლის 2 ივლისის წერილებით ეცნობათ, რომ ვერ მოხდებოდა მათთის ზოგადი უნარების სხვა დროისთვის დანიშვნა. ამდენად, მოსარჩელეები ინფორმირებული იყვნენ გამოცდის გადატანის შეუძლებლობისა და გამოცდაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გამოცდის თარიღის ცვლილების მიუხედევად, სახეზე არ არის ისეთი ობიექტურად გამართლებული საფუძველი, რომელიც ცალსახად გამორიცხავდა მოსარჩელეთა გამოცდაზე გამოცხადების შესაძლებლობას. ამასთან, მათთვის წინასწარვე იყო ცნობილი ცენტრის პოზიცია გამოცდის გადატანის შეუძლებლობის თაობაზე და ჰქონდათ გონივრული ვადა და შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინათ არჩევანი გამოცდაზე გასვლასა და ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას შორის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანის ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა არ დასტურდება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად, სათანადო საფუძვლითა და მიზნით და ადგილი არ აქვს მოსარჩელეთა უფლებების გაუმართლებელ დარღვევას, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება ცენტრის სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-ა და ი-----–- ჯ-----–---–ს. თავის მხრივ, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აპელანტების სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-სა და ი-----–- ჯ-----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-სა და ი-----–- ჯ-----–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

5. ლ---- ჯ---–--ს, ბ--- ბ------–-–---–-ა და ი-----–- ჯ-----–---–ს თანაბარწილად დაეკისროთ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სასარგებლოდ მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები: ხატია არდაზიშვილი

 

გიორგი ტყავაძე