გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 040310419003252334
N3/26-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 მარტი 2020 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე მუკბანიანი
მოსარჩელე: გ------- ო-----
მოპასუხე: ს--- დ--- ლ-------- N- ს-------- ს----–-
წარმომადგენელი: ც-–---- მ-----–----
მესამე პირი: ს--- ს----–-–----- ს---------- გ------------- ს---------
დავის საგანი: სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნეს გ------- ო-----ს მიერ 1985 წელს ლ-------- რაიონის ს----–- - ინტერნატში (ამჟამინდელი ს--- დ--- ლ-------- N- ს-------- ს----–-) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
მოსარჩელის პოზიცია: 1985 წლის პირველ ივლისს დაამთავრა ლ-------- რაიონის ს----–- - ინტერნატის სრული კურსი, რის შედეგადაც გადაეცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი. აღნიშნული ატესტატი დაკარგა და 2019 წლის 31 მაისს განცხადებით მიმართა ს--- ს----–-–----- ს---------- გ------------- ს---------ს თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი, რაზედაც თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის პირველი ივლისის N 01/1-----/გ გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2019 წლის 17 ივლისს N------ საჩივრით, თუმცა ს---------- გ------------- ს---------ს 2019 წლის 16 აგვისტოს N01/2-----/გ გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სამსახურის მიერ არქივში შესაბამისი დოკუმენტი არ მოიძებნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს--- დ--- ლ-------- N- ს-------- სკოლის ( ყოფილი ლ-------- რაიონის ს----–--ინტერნატი ) წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაეთანხმა გ------- ო-----ს მიერ ლ-------- რაიონის ს----–--ინტერნატის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 1985 წლის პირველ ივლისს დაამთავრა ლ-------- რაიონის ს----–- - ინტერნატის სრული კურსი, რის შედეგადაც გადაეცა სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე რ---- ლ---------–----- ჩვენება
- მოწმე ვ-–- ო-----ს ჩვენება
4.2. მოსარჩელემ 2019 წლის 31 მაისს განცხადებით მიმართა ს---------ს თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატი, რაზედაც თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის პირველი ივლისის N 01/1-----/გ გადაწყვეტილებით ეთქვა უარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ---–---- სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის პირველი ივლისის N 01/1-----/გ გადაწყვეტილება
4.3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2019 წლის 17 ივლისს N------ საჩივრით, თუმცა ს---------- გ------------- ს---------ს 2019 წლის 16 აგვისტოს N01/2-----/გ გადაწყვეტილებით მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----–-–----- ს---------- გ------------- ს---------ს 2019 წლის 16 აგვისტოს N01/2-----/გ გადაწყვეტილება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- ო-----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია,„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი ს----–-–----- დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის მოსარჩელის მიერ ლ-------- რაიონის ს----–- - ინტერნატში ( ამჟამინდელი ს--- დ--- ლ-------- N- ს-------- ს----–-) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- ო------ დაამთავრა ლ-------- რაიონის ს----–- - ინტერნატის სრული კურსი და 1985 წელს მასზე გაიცა ატესტატი.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ს--- ს----–-–----- ს---------- გ------------- ს---------ს 2019 წლის 16 აგვისტოს N01/2-----/გ გადაწყვეტილება გ------- ონიანს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ მონაცემთა ბაზაში (არქივში) არ იძებნება ინფორმაცია გ------- ო-----ს მიერ ლ-------- რაიონის ს----–- ინტერნატის სრული ზოგადი საგანმანათლებლო კურსის დასრულების შესახებ.
მოწმის სახით დაკითხული ს----–- ინტერნატის პედაგოგები ვ-–- ო----- და რ---- ლ---------–---- (ქიმიის მასწავლებელი), ადასტურებენ გ------- ო-----ს მიერ ლ-------- რაიონის ს----–- ინტერნატის სრული საგანმანათლებლო კურსის გავლის ფაქტს. კერძოდ, მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ 1979 წელს გ------- ო------ სოფელ ჩიხარეშის სკოლიდან გადმოსვლის შემდეგ სწავლა განაგრძო ლ-------- რაიონის ს----–- ინტერნატში, სადაც სწავლობდა 1982 წლამდე, ხოლო იმავე წელს სწავლა განაგრძო ს----–- ინტერნატის ბაზაზე შექმნილ ტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1985 წელს და რომლის შედეგადაც გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის
განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე მოპასუხე სკოლამ სასამართლო სხდომაზეც სარჩელი ცნო და დაადასტურა მოსარჩელის მიერ ლ-------- რაიონის ს----–- ინტერნატის (ამჟამინდელი ს--- დ--- ლ-------- N- ს-------- ს----–-) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას, გარდა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობისა, აფუძნებს საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომლითაც უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა ს----–-–----- ბაჟი -100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი ს----–-–----- ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- ო-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს გ------- ო-----ს (პ.ნ 1----------) მიერ, 1985 წელის პირველ ივნისს ლ-------- რაიონის ს----–- ინტერნატში (ამჟამინდელი ს--- დ--- ლ-------- N- ს-------- ს----–-) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. გ------- ონიანს (პ.ნ 1----------) ს----–-–----- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი ს----–-–----- ბაჟი - 100 ლარი (საგადახდო დავალება №0, რეფერენსი N 2--------- გადახდის თარიღი 11.10.2019 წელი, გადამხდელი გ------- ქ--------)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ცაგერი, ლ. ასათიანის N14).
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი