გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002182060
№3-782/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - მი----–--------–---ი
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მე------------–--ა
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის სანფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - პლ---------------–---–ი
- ბათუმის რესურსცენტრი
წარმომადგენელი - მი----–----–---ე
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის
სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - ირ---–--–----ე
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მი----–--------–---მა სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლისა და ბათუმის რესურსცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა აღიარებული იქნას მი----–--------–---ის მიერ 2005 წელს, ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) IX კლასის დამთავრებისა და ამავე სკოლის საბაზო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი.
1.2. სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით, საქმეზე მოპასუხე მხარე, ბათუმის რესურსცენტრი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და მას მიეცა წინადადება, საქმეში საქართველოს ასკ მე-16-ე მუხლის 1-ელი ნაწილით ჩართვასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეში საქართველოს ასკ მე-16 მუხლის მე-2-ე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება - სსიპ განათლების მართვის სანფორმაციო სისტემა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური).
1.3. სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, ბათუმის რესურსცენტრი საქმეში ჩაება მესამე პირად, საქართველოს ასკ მე-16 მუხლის 1-ლი ნაწლით.
1.4. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მი----–--------–---მა 2005 წელს დაასრულა ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) საბაზო საფეხური, IX კლასი, რის შემდეგაც ერთი სასწავლო წელი გაიარა, სხვა ქართულ ენოვან სკოლაში.
2016 წლის 14 ნოემბერს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა, რამდენადაც, მან დაკარგა ადრე მიღებული ატესტატი. განცხადებას, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად დაურთო 2016 წლის 3 ნოემბრის №------- ცნობა. ადმინისტრაციული ორგანოს 2016 წლის 28 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სამინისტროს არქივში იძებნებოდა, მხოლოდ, მი----– არ----–---ის მიერ ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
2018 წლის 8 დეკემბერს, მი----–--------–---მა განმეორებით მიმართა ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მას კვლავ უარი ეთქვა ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული №----------- დაბადების მოწმობით (ასლი), მოსარჩელის სახელია - მი----–ი, ხოლო გვარი - არ----–---ი, ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) დოკუმენტაციაში, ასევე 2016 წლის 3 ნოემბრის №------- ცნობაში კი, მისი სახელი და გვარი მითითებულია შემდეგნაირად - მი----– არ----–---ი, რაც წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური სახის უსწორობას და რაშიც მოსარჩელეს ბრალი არ მიუძღვის.
ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში მი----–, იგივე მი----– არ----–---ის სწავლების ფაქტი დასტურდება თავად სკოლის დოკუმენტაციის, სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტების, მოწმეთა ერთმნიშვნელოვანი ჩვენებების საფუძველზე. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე უარის შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწვეტილება რეალურად ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულ გარემოებას და ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლაში მი----–--------–---ის სწავლის ფაქტი, სადავოს არ წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებას მასზედ, რომ მი----–--------–---მა 2005 წელს დაამთავრა ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) IX კლასი და მიიღო ამავე სკოლის საბაზო განათლების ატესტატი.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შემდეგი საფუძვლით:
2016 წლის 14 ნოემბერს, ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლას, ბათუმის რესურსცენტრის №7160136127 წერილით გადაეგზავნა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის 14 ნოემბრის №----------- კორესპოდენცია, რომლის შესაბამისად, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით მიმართა მი----–--------–---მა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს 2016 წლის 3 ნოემბრის №------------- ცნობა. ამასთან, მოთხოვნილ იქნა მოსარჩელის მიერ საბაზო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, პედაგოგიური საბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებები და ოქმები, ატესტატის გაცემის ჟურნალის ასლი, ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული.
ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის 2016 წლის 15 ნოემბრის №---------- წერილობითი კორესპოდენციის თანახმად, გასული წლების დოკუმენტაცია გადაცემული იყო სამინისტროს ცენტრალური არქივისთვის.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს გაცემული №--------------- ცნობის (წერილი) თანახმად, სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტაციით, მოქალაქე, მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი სწავლობდა ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში, სადაც 1--- წელს ჩაირიცხა პირველ კლასში. 2005 წლის 5 ივლისის პედაგოგიური საბჭოს №7 ოქმის საფუძველზე, მე-92-ე კლასიდან გადაყვანილ იქნა მე-102-ე კლასში, ხოლო, მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისის მიხედვით, მას მიეცა საბაზო განათლების ატესტატი.
ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ ბრძანებების წიგნის ჩანაწერით 1--- წლის 2 ოქტომბრის ბრძანებაში, მოსარჩელის 1-ელ კლასში ჩარიცხვის შესახებ, მისი სახელი და გვარი მითითებულია როგორც - მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი, თუმცა, შესაძლოა შემგომში ტრანსკრიფცია არასწორად განხორციელდა და სკოლის გამოსაშვებ ჟურნალში სახელი მიეთითა სხვაგვარად, როგორც „მი----–ი“.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სარჩელი ნაწილობრივ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2016 წლის 14 ნოემბერს №------- წერილით მიმართა ბათუმის რესურსცენტრს და ითხოვა სამინისტროსა და სკოლასთან, მი----–--------–---ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება. სამინისტროს 2016 წლია 21 ნოემბრის №------- კორესპოდენციით ირკვეოდა, რომ არქივში მოიძებნა - მი----– არ----–---ის მიერ საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის თანახმად, განცხადებას ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა ერთვოდეს ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სახელის და/ან გვარის შეცვლის მოწმობა (სახელის და/ან გვარის შეცვლის შემთხვევაში); გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადების კანონიერი წარმომადგენლის ან რწმუნებულის მიერ წარდგენის შემთხვევაში.
2016 წლის 8 დეკემბერს, მი----–--------–---მა კვლავ მიმართა განცხადებით ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა მის სახელზე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა. მხარემ განცხადებას დაურთო 2016 წლის 3 ნოემბრის №------- ცნობა, სადაც ფიქსირდება, რომ დოკუმენტაციაში მოქალაქის სახელი სხვადასხვაგვარად იყო მითითებული, ხოლო მი----–--------–---ის მის მიერ სახელის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ განცხადებაზე არ იყო დართული.
ვინაიდან, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მი----–--------–---ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და სახეზე არ იყო მის მიერ ზოგად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებული ახალი გარემოება, ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2016 წლის 19 დეკემბრის №------- წერილით ეცნობა ქალაქ თბილისის იუსტიციის სახლს.
3.2. მესამე პირის, ბათუმის რესურსცენტრის მიერ სარჩელი ნაწილობრივ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
2016 წლის 14 ნოემბერს, ბათუმის რესურსცენტრს წარედგინა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის 14 ნოემბრის №----------- წერილი, რომლის თანახმად, ბათუმის რეესტრის სამსახურს მიმართა მი----–--------–---მა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოთხოვნილ იქნა შუამდგომლობა - ქ. ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის სამართალმემკვიდრეს და აჭარის ა. რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივიდან, რათა მათთვის მიწოდებულიყო მოსარჩელის მიერ საბაზო ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი აქტები.
სსიპ ქ. ბათუმის №5 საჯარო სკოლის 2016 წლის 15 ნოემბერის №--------------- წერილით, ბათუმის რესურსცენტრს ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად გადაცემული იყო აჭარის განათლების სამინისტროს ცენტრალურ არქივზე, ხოლო, სამინისტროს მიერ გაცემული №--------------- ცნობის თანახმად, სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტაციით, მოქალაქე, მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი სწავლობდა ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში, სადაც 1--- წელს ჩაირიცხა პირველ კლასში. 2005 წლის 5 ივლისის პედაგოგიური საბჭოს №7 ოქმის საფუძველზე მე-92 კლასიდან გადაყვანილ იქნა მე-102-ე კლასში, ხოლო, მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისის მიხედვით მიეცა საბაზო განათლების ატესტატი. სხვა საარქივო დოკუმენტი მი----– სა----–-ს ძე არ----–---ის მიერ ზემოსენებულ სკოლაში სწავლის შესახებ, არქივში არ ინახება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის რესურსცენტრის №----------- კორესპოდენციით, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას გადაეგზავნა მი----– სა----–-ს ძე არ----–---ის მიერ ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში სწავლის შესახებ ინფორმაცია, თანდართული მასალით.
3.3. მესამე პირის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ სარჩელი ნაწილობრივ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
მი----–--------–---ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საბაზო განათლების ატესტატის გაცემის დავალდებულება და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება. ეს საკითხი არ განეკუთვნება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფლებამოსილებათა სფეროს.
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანების მე-5-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად, სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასკოლო დოკუმენტაციაში მითითებული მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი და მოსარჩელე, მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი, ერთი და იგივე პიროვნებაა, სახელში დაშვებული შეცდომა დაკავშირებულია არასწორ ტრანსკრიფციასთან. მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მი----–--------–---ის მიერ ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლაში სწავლის ფაქტი, სადავოს არ წარმოადგენს.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სააქტო ჩანაწერის დაბადების მოწმობის (ასლი)№----------- თანახმად - მი----–ი სა----–-ს ძე არ----–---ი დაიბადა 1989 წლის 11 აგვისტოს, პირადი ნომერი - 61001055589.
ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ ბრძანებების წიგნის ჩანაწერით, სკოლის დირექტორის 1--- წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით - მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი ჩაირიცხა სკოლის 1-ელ კლასში.
ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2005 წლის 5 ივლისის №7 ოქმის თანახმად - მი----– არ----–---ი მე-92 კლასიდან გადაყვანილ იქნა, მე-102 კლასში.
ამავე სკოლის მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისის მიხედვით - მი----– სა----–-ს ძე არ----–---ს მიეცა საბაზო განათლების ატესტატი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტაციით, მოქალაქე, მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი სწავლობდა ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში, სადაც 1--- წელს ჩაირიცხა 1-ელ კლასში. 2005 წლის 5 ივლისის პედაგოგიური საბჭოს №7 ოქმის საფუძველზე მე-92-ე კლასიდან გადაყვანილ იქნა მე-102-ე კლასში, ხოლო, მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისის მიხედვით, მიეცა საბაზო განათლების ატესტატი. სხვა საარქივო დოკუმენტი მი----– სა----–-ს ძე არ----–---ის მიერ ზემოსენებულ სკოლაში სწავლის შესახებ, არქივში არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დაბადების მოწმობა (ასლი) №-----------;
-№15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ ბრძანებების წიგნის ჩანაწერი (ასლი);
-ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2005 წლის 5 ივლისის №7 ოქმი (ასლი);
-ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისი (ასლი);
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------- წერილი (ცნობა);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2016 წლის 14 ნოემბერს, მი----–--------–---მა №---------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა.
2016 წლის 14 ნოემბერს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ №-------------- წერილით მიმართა ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტს, რომლითაც გამოთხოვნილ იქნა შემდეგი ინფორმაცია: ქ. ბათუმის №15 ქართულ-რუსული სკოლის სამართალმემკვიდრესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივიდან, მი----–--------–---ის მიერ ზოგადი განათლების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სათაური, ნომერი და გამოცემის თარიღი, პედაგოგიური საბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებები, ოქმები და ატესტატების გაცემის ჟურნალის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 ნოემბრის №-------------- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2016 წლის 15 ნოემბერს, სსიპ ქ. ბათუმის №5 საჯარო სკოლამ №-------------- წერილით აცნობა ბათუმის რესურსცენტს, რომ ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად გადაცემული იყო აჭარის განათლების სამინისტროს ცენტრალურ არქივზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------- წერილის თანახმად, სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტაციით, მოქალაქე, მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი სწავლობდა ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში, სადაც 1--- წელს ჩაირიცხა 1-ელ კლასში. 2005 წლის 5 ივლისის პედაგოგიური საბჭოს №7 ოქმის საფუძველზე მე-92 კლასიდან გადაყვანილ იქნა, მე-102 კლასში, ხოლო, მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისის მიხედვით მიეცა საბაზო განათლების ატესტატი. სხვა საარქივო დოკუმენტი მი----– სა----–-ს ძე არ----–---ის მიერ ზემოსენებულ სკოლაში სწავლის შესახებ, არქივში არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 15 ნოემბრის №-------------- წერილი;
- 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2016 წლის 22 ნოემბრის №M------------- წერილით აცნობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს (ქალაქ ბათუმის იუსტიციის სახლი), რომ ბათუმის რესურსცენტრისა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდებოდა, მოქალაქე მი----– არ---–-----ის მიერ საბაზო საგანმანათლებლო კურსის დასრულების შესახებ ინფორმაცია. ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანების მოთხოვანათა შესაბამისად, მი----–--------–---ის მიერ სააგენტოში არ იქნა წარდგენილი სახელის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამგვარ მონაცემს არ შეიცავდა არც სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მი----–--------–---ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 22 ნოემბრის №M------------- წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №--------- გადაწყვეტილებით, მი----–--------–---ს უარი ეთქვა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოირკვა, რომ ბათუმის რესურსცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის №M------------- კორესპოდენციისა და მასზე დართული მასალებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივში იძებნებოდა მოქალაქე მი----– არ----–---ის მიერ საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია.
ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა განმცხადებლის მიერ სახელის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 დეკემბრის №--------- გადაწყვეტილებით, კვლავ იქნა განხილული მი----–--------–---ის N5--------- განცხადება, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის შესახებ და სააგენტოს №--------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იგივე საფუძვლით არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 28.11. №--------- გადაწყვეტილება;
- ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21.12. №--------- გადაწვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. მი----–--------–---მა 2017 წლის 21 ნოემბერს, სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლისა და ბათუმის რესურსცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა აღიარებული იქნას მი----–--------–---ის მიერ 1--- წელს, ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) IX კლასის დამთავრებისა და ამავე სკოლის საბაზო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მი----– არ----–---ის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მი----–--------–---ი 1--- წელს ჩაირიცხა ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) 1-ელ კლასში და აღნიშნულ სკოლაში 2005 წელს დაამთავრა ცხრა კლასი, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ ბრძანებების წიგნის ჩანაწერით (ასლი); სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2005 წლის 5 ივლისის N~№7 ოქმით (ასლი); ამავე სკოლის მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისით (ასლი); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------- წერილით (ცნობა), ბათუმის რესურსცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის წერილით
ამასთან, საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული ჯაბა მსხილაძის განმარტებით, რომელიც ცხოვრობს ქ. ბათუმში, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩაზე მი----–--------–---ის ოჯახის მეზობლად, ის ბავშვობიდან, 20 წელზე მეტია იცნობს მოსარჩელეს. ჯაბა მსხილაძე და მი----–--------–---ი ერთად ჩაირიცხნენ ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში, სწავლობდნენ ქართულ ჯგუფში და სკოლის IX კლასი დაასრულეს ერთად. თავად ჯაბა მსხილაძემ IX კლასის დასრულების შემდეგ მიიღო ატესტატი. მოწმის ჩვენებით, მი----–--------–---მაც ანალოგიურად მიიღო IX კლასის ატესტატი, რომელიც მისი ინფორმაციით შემგომში დაკარგა.
ამდენად, მოწმე თავის ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მი----–--------–---ი ნამდვილად სწავლობდა ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში, სადაც დაასრულა IX კლასი.
გარდა აღნიშნულისა, საქმის არსებითი განხილვისას მოპასუხე მხარისა და მესამე პირთა მიერ დაფიქსირებული იქნა პოზიცია, სადავო საკითხთან მიმართებით, რომ მი----–--------–---ის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნისას საქმეში არ მოიპოვებოდა მოსარჩელის სახელის შეცვლის („მი----–ის“- „მი----–ით“) დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო ფაქტობრივი გარემოება, მოსარჩელის მიერ 2005 წელს ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) IX კლასის დასრულებისა და მასზე ზოგადი საბაზო განათლების ატესტატის გაცემასთან დაკავშირებით, სასკოლო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, სადავო არ გამხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ ბრძანებების წიგნის ჩანაწერი (ასლი);
-ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2005 წლის 5 ივლისის №7 ოქმი (ასლი);
-ქალაქ ბათუმის N15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისი (ასლი);
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------- წერილი;
-სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის 14 ნოემბრის №-------------- წერილი;
-სსიპ ქ. ბათუმის №5 საჯარო სკოლის 2016 წლის 15 ნოემბრის №-------------- წერილი;
-სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2016 წლის 22 ნოემბრის №M------------- წერილი;
-მოწმე, ჯ. მსხილაძის ჩვენება;
-მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მი----–--------–---ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, 2005 წელს, ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლის) IX კლასის დასრულებისა და მასზე ზოგადი საბაზო განათლების ატესტატის მიღების ფაქტის აღიარების შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს კონსტიტუცია;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღიარებითი სარჩელის წინაპირობები, კერძოდ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი; უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის საკითხი; ასევე უნდა დადგინდეს სარჩელის დასაშვებობა, ანუ მიკუთვნებითი/ვალდებულებითი სარჩელის შესაძლებლობა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურები განმარტებულია შემდეგნაირად - საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი); ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/ სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს.
ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს და აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ატესტატის (დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის) გაცემას.
ატესტატი გაიცემა აგრეთვე საბაზო განათლების მიღების შემდეგაც.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საბაზო განათლების მიღების ფაქტის აღიარებით დგინდება, მხარის უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი.
კერძოდ, საბაზო განათლების მიღების ფაქტის დადგენა მი----–--------–---ს აძლევს შესაბამისი ატესტატის დუბლიკატის მიღების უფლებას და მოსარჩელე გახდება საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარებას ექვემდებარება უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტი, ამასთან სახეზეა მოსარჩელის იურიდიული (კანონიერი) ინტერესი.
6.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება:
ა)საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;
ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია - შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. ამასთან, ამავე წესის 7.16 მუხლის თანახმად პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მი----–--------–---ისათვის ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მიერ გაცემული ატესტატი დაკარგულია და საჭიროა მისი დუბლიკატის გაცემა. მოსარჩელემ ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლა (IX კლასი) დაამთავრა 2005 წელს, როდესაც ატესტატი გაიცემოდა ჯერ კიდევ სკოლის მიერ. ამჟამად ატესტატი (დუბლიკატი) გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანების შესაბამისად. ამასთან, ატესტატის დუბლიკატის გაცემისას იმპერატიულად გათვალისწინებულია შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არსებობა დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ.
6.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ მი----–--------–---მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემა.
მი----–--------–---ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უარი ეთქვა მოთხოვნაზე, ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით რომ №---------- და №5--------- განცხადებების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2018 წლის 27 ნოემბერის №MES1801523039 წერილით დადგინდა, რომ საინფორმაციო სისტემამ 2016 წლის 14 ნოემბერს №-------------- წერილით მიმართა ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტს და ქ. ბათუმის №15 ქართულ-რუსული სკოლის სამართალმემკვიდრესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივიდან გამოითხოვა მი----–--------–---ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სსიპ ქ. ბათუმის №5 საჯარო სკოლის 2016 წლის 15 ნოემბრის №-------------- წერილით, ბათუმის რესურსცენტს ეცნობა, რომ ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის დოკუმენტაცია სრულად გადაეცა აჭარის განათლების სამინისტროს ცენტრალურ არქივს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------- წერილის (ცნობა) თანახმად, სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტაციით, მი----– სა----–-ს ძე არ----–---ი სწავლობდა ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში, სადაც 1--- წელს ჩაირიცხა პირველ კლასში. 2005 წლის 5 ივლისის პედაგოგიური საბჭოს №7 ოქმის საფუძველზე მე-92 კლასიდან გადაყვანილ იქნა მე-102 კლასში, ხოლო, მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისის მიხედვით მიეცა საბაზო განათლების ატესტატი. სხვა საარქივო დოკუმენტი მი----– სა----–-ს ძე არ----–---ის მიერ ზემოსენებულ სკოლაში სწავლის შესახებ, არქივში არ ინახება. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება, განმცხადებლის მიერ სახელის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემამ ვერ შეძლო მი----–--------–---ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. საინფორმაციო სისტემის 2016 წლის 22 ნოემბრის და 2016 წლის 19 დეკემბრის წერილებზე დაყრდნობით, სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 28 ნოემბრის №--------- და 2016 წლის 21 დეკემბრის №--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, მი----–--------–---ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სკოლის მოქმედ ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ძველი თარიღით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მი----–--------–---ის სკოლაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ.
შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული აქტების არსებობის აღიარება, ასევე შეუძლებელია სკოლას დაევალოს ძველი თარიღით აღნიშნული აქტების გამოცემა (აღდგენა). აღნიშნული აქტების არარსებობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს, კერძოდ ატესტატის დუბლიკატის მიღებაზე. ამავდროულად სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №----- ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“ არ არეგულირებს ადმინისტრირებას, მსგავს შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----–--------–---ის მიერ საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება, გარდა აღიარებითი სარჩელით სასამართლოში მომართვისა, შეუძლებელია.
6.6. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მი----–--------–---ი 1--- წელს ჩაირიცხა ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლის) 1-ელ კლასში და აღნიშნულ სკოლაში 2005 წელს დაამთავრა IX კლასი, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება ბათუმის რესურსცენტრის 2016 წლის 22 ნოემბრის წერილით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 21 ნოემბრის №-------------- წერილით (ცნობა), ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეთა მოძრაობის შესახებ ბრძანებების წიგნის ჩანაწერით (ასლი); სკოლის პედაგოგიური საბჭოს 2005 წლის 5 ივლისის №7 ოქმით (ასლი); ამავე სკოლის მოსწავლეთა ყოფაქცევისა და მოსწრების აღრიცხვის ნაკრები უწყისით (ასლი); მოწმის ჩვენებით.
ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლაში მი----–--------–---ის სწავლის ფაქტი უტყუარად დასტურდება, სკოლის 1-ელ კლასში მოსარჩელის ჩირიცხვის შესახებ დირექტორის 1--- წლის 2 ოქტომბრის ბრძანებითაც, სადაც მისი სახელი და გვარი მითითებულია როგორც - მი----–--------–---ი. თუმცა შემდგომში, საგანმანათლებლო პროგრამების გავლის/დასრულების აქტში მოსარჩელის სახეი მიეთითა როგორც - „მი----–“ არ----–---ი.
თავის მხრივ, მოპასუხისა და მესამე პირთა პოზიციით, საქმის განხილვისას მიცემული ზეპირი განმარტებებით, მი----–--------–---ის მიერ ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის IX კლასის დასრულების შესახებ, ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არ არის გამხდარი და ადმინისტრაციული ორგანოს უარი, ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ სასკოლო დოკუმენტაციაში მოსარჩელის სახელის სხვაგვარად მითითების ფაქტს (ნაცვლად „მი----–ისა“- „მი----–ით“).
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ მი----–--------–---მა დაკარგა ზოგადი საბაზო განათლების ატესტატი.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მი----–--------–---ი ნამდვილად სწავლობდა ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლაში (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) და 2005 წელს მიიღო საბაზო განათლების ატესტატი.
შესაბამისად, აღიარებული უნდა იქნას მი----–--------–---ის მიერ 2005 წელს ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსულ საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) IX კლასის დამთავრების და ამავე სკოლის საბაზო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი;
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, საქმეში არსებული მასალების და მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 25-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.მი----–--------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
- აღიარებული იქნას მი----–--------–---ის მიერ, 2005 წელს ქალაქ ბათუმის №15 ქართულ-რუსული საშუალო სკოლის (ამჟამად ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლის) IX კლასის დამთავრების და ამავე სკოლის საბაზო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი;
2. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის №5 საჯარო სკოლას გადახდეს მი----–--------–---ის სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დრის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი , ნიპორტის ქ. №32, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე