განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.07.2019
საქმის ნომერი
330310018002637851
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1583-19

N330310018002637851

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) ხატია არდაზიშვილი

მოსამართლეები - მირანდა ერემაძე

დავით ახალბედაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო-----------–-–---–ი

 

მესამე პირი - შპს ს----------–--------------------–---–--------------–----------------------------ი“

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 6------------ გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ს----------–----------------------------ის მიერ ო-----------–-–---–ის სახელზე 2005 წელს გაცემული ს------------ (სარეგისტრაციო №-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. ს----------–-------------ის უფროსის 1992 წლის 12 ნოემბრის №7-- ბრძანების საფუძველზე, შ--–-----–-----------–---------------------------------------------ი გადაკეთდა უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლად (კოლეჯი). ს----------–-------------ის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1996 წლის 16 აგვისტოს №1---- ბრძანებით კოლეჯი გადაკეთდა სასწავლო ცენტრად.

 

შპს ს----------–-------------------–---–---–------ი იურიდიულ პირად დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ხოლო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის №0------- დადგენილებით შეერწყა შპს ს----------–-------------ას. შესაბამისად, შპს ს----------–-------------ა გახდა შპს ს----------–-------------------–---–---–------ის უფლებამონაცვლე.

 

შპს ს----------–-------------ის გენერალური დირექტორის 2002 წლის 21 აგვისტოს №8--- ბრძანებით, ს----------–-------------------–---–---–------ის ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,ს----------–-------------ის'' ფილიალი ,, ს----------–----------------------------ი''.

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით (სარეგისტრაციო №2------) რეგისტრირებულ იქნა შპს „ს----------–-------------ას“ ფილიალი „ს----------–----------------------------ი“.

 

საქართველოს განათლების სამინისტრომ, 2002 წლის 11 ოქტომბერს, „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია.

 

შპს ,,ს----------–-------------ის'' დირექტორთა საბჭოს 2008 წლის 01 აგვისტოს №5--- დადგენილებით ს----------–----------------------------ის ბაზაზე უფლებამონაცვლედ დაფუძნდა შპს ს----------–------------------------------------------–-----------------–------–---ი (ს.ფ. 55-56; 84-85; 90-95).

 

1.2.2. 2018 წლის 07 მაისს ო-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება (ს.ფ. 46-47).

 

1.2.3. 2018 წლის 08 მაისს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა მიმართა სსიპ საქართველოს ტ-------------------------ს და სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია, დიპლომის მფლობელის - ო-----------–-–---–ის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დიპლომის მფლობელს საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ჰქონდა გავლილი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მითითებას თუ როდის და რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოვიდა იგი.

 

აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ საქართველოს ტ-------------------------მა 2018 წლის 18 მაისს აცნობა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, რომ საქართველოს ტ--------------------------ის ს-------------------------------–-----–-------------–------------------------------------------–---ის ინფორმაციით, ო-----------–-–---–ი 2001 წლის 6 აგვისტოს №-- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა ს----------–----------------------------ში. 2005 წლის 21 დეკემბრის №7----- ბრძანების საფუძველზე, მან დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი. ო-----------–-–---–ის სახელზე 2005 წლის 12 დეკემბერს ს----------–----------------------------ის მიერ გაიცა ს------------ დიპლომი (სარეგისტრაციო №-----) (ს.ფ. 57-58; 61).

 

1.2.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 ივნისის MES 6------------ გადაწყვეტილებით ო-----------–-–---–ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №1------- გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ა“-ს ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ა“-ს ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ს“ ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად. ასევე, არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. აღნიშნულის შესაბამისად, შპს „ს----------–-------------ას“ ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ მიერ 2002 წლის 11 ოქტომბრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის ო-----------–-–---–ის სწავლის პერიოდი, 2005 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის ს------------ დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ (ს.ფ. 62-66).

 

1.2.5. 2018 წლის 12 ივნისს ო-----------–-–---–მა განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხის ხელახლა განხილვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი ჩაბარების დროს 2001 წელს სასწავლებლის დასახელება იყო შპს „ს----------–-------------------–---–---–------ი“, ხოლო 2002 წელს გახდა „ს----------–----------------------------ი“ (ს.ფ. 68).

 

1.2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 ივნისის მიმართვის პასუხად, საქართველოს ტ---------------------------მა, 2018 წლის 21 ივნისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაუგზავნა შპს „ს----------–-------------ის“ სასწავლო ცენტრის დირექციის 2001 წლის 06 აგვისტოს №-- ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ 2001-2002 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების ჩაბარების საფუძველზე 11 კლასის ბაზაზე ჩარიცხულ იქნა ო-----------–-–---–ი ს----------–-------------------–---–---–------ის I კურსის დღის განყოფილებაზე, სპეციალობით „გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა რკინიგზის ტრანსპორტზე“. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ასევე წარედგინა;

 

ს----------–----------------------------ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ დაუსწრებელი სწავლების - ჯგ. მათ შორის, სტუდენტი - ო-----------–-–---–ი ჩაითვალა ინსტიტუტის კურსდამთავრებულად, მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სათანადო კვალიფიკაცია: „გადაზიდვების ორგანიზაცია და მოძრაობის მართვა სარკინიგზო ტრანსპორტზე“, კვალიფიკაცია - გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის ინჟინერი (ს.ფ. 71; 73-76; 79-80).

 

1.2.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 6------------ გადაწყვეტილებით ო-----------–-–---–ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №1------- გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ა“-ს ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ა“-ს ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ს“ ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად. ასევე, არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. აღნიშნულის შესაბამისად, შპს ს----------–-------------------–---–---–------ი, რომლის ბაზაზეც დაარსდა შპს ს----------–--------------------–---–ი ს----------–----------------------------ი და რომელმაც მხოლოდ 2002 წლის 11 ოქტომბერს მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია, არ იყო უფლებამოსილი 2002 წლის 11 ოქტომბრამდე განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა (ს.ფ. 12-16).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 6------------ გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“ და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება, ხოლო მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციის შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას - უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.

 

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

 

ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული ნორმებით განმტკიცებულია განათლების მიღების უფლება და შესაბამისად, აღნიშნული უფლების დაცვის ვალდებულება სახელმწიფოთა მხრიდან. მოცემული დებულებები უთითებს პირის მიერ მიღებული განათლების, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, რეალიზების და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

 

1.3.3. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმაოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

1.3.4. სასამართლომ განმარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხსენებული მუხლის „ღ2“ პუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე - ო-----------–-–---–ის სახელზე 2005 წლის 12 დეკემბერს ს----------–----------------------------ის მიერ გაცემულია ბაკალავრის დიპლომი ს------------. დიპლომის თანახმად, ო-----------–-–---–ს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რკ. ტრ. გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის ინჟინრის კვალიფიკაცია. ო-----------–-–---–ის სახელზე დიპლომის გაცემის ფაქტი უდავოა.

 

„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----------------------------ი - შპს ს----------–-------------------–---–---–------ის (იურიდიულ პირად დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით) უფლებამონაცვლე, ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №1------- გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ა“-ს ფილიალს „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ა“-ს ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ს“ ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად. ასევე, არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. აღნიშნულის შესაბამისად, შპს ს----------–-------------------–---–---–------ი, რომლის ბაზაზეც დაარსდა შპს ს----------–--------------------–---–ი ს----------–----------------------------ი და რომელმაც მხოლოდ 2002 წლის 11 ოქტომბერს მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია, არ იყო უფლებამოსილი 2002 წლის 11 ოქტომბრამდე განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის გადასაწყვეტად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ო-----------–-–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში, - პროფესიული საქმიანობის უფლებას. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

აქვე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა ს----------–----------------------------ის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

1.3.5. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 6------------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 6------------ გადაწყვეტილება და მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ს----------–----------------------------ის მიერ ო-----------–-–---–ის სახელზე 2005 წელს გაცემული ს------------ (სარეგისტრაციო №-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.1.4. პუნქტით განმარტა, რომ ცენტრის მიერ ო-----------–-–---–ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა ეფუძნებოდა დაწესებულების მიერ აკრედიტაციის უქონლობას, კერძოდ, მოშველიებულია შპს ,,ს----------–----------------------------ის'' ს----------–--------------------–---–ის სამართლებრივი სტატუსი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ დაწესებულებას 2005 წელს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. მოცემულ დავაში ნამდვილობის დადასტურების მიზნებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს არა დაწესებულების არააკრედიტებულობა, არამედ მოსარჩელის სწავლების საწყის პერიოდში დაწესებულების მიერ ულიცენზიო რეჟიმში საქმიანობის ფაქტი. აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია აქტში ასახულია მხოლოდ როგორც დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის შემადგენელი ნაწილი და არა როგორც მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება. ცენტრმა მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ს----------–-------------------–---–---–------ის, აგრეთვე შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალ "ს----------–----------------------------ის" მიერ 2002 წლის 11 ოქტომბრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა არ იყო/ არ არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მოსარჩელე კი ს----------–-------------------–---–---–------ში ჩარიცხული იყო შპს ს----------–-------------------–---–---–------ის დირექტორის 2001 წლის 06 აგვისტოს №-- ბრძანებით. შესაბამისად, ცენტრმა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით, განახორციელა რა სუბსუმცია, დაადგინა, რომ ვერ დასტურდებოდა ო-----------–-–---–ის კუთნილი დიპლომის ნამდვილობა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.6 პუნქტში დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული ის მოცემულობა, რომ საქართველოს ტ---------------------------მა ცენტრს მოაწოდა შპს ,,ს----------–-------------ის'' სასწავლო ცენტრის დირექციის ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ ო-----------–-–---–ი 2001-2002 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხა ს----------–-------------------–---–---–------ის პირველი კურსის დღის განყოფილებაზე, 2005 წელს კი მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია. ზოგადად, კვალიფიკაციის მინიჭება როგორც სამართლებრივი შედგების გამომწვევი ქმედება გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ, ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კერძოდ, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით, მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. იმ პირობებში, როცა განათლების ნაწილი მიღებულია ულიცენზიო რეჟიმში, სასამართლოს მხრიდან შეფასების საგანი უნდა გამხდარიყო სწავლის დაწყების და კვალიფიკაციის მინიჭების სამართლებრივი მხარის არსებობის დადგენა. რამდენადაც, გარდა ფაქტობრივად (ტექნიკურად) განხორციელებისა, აუცილებელია ჩარიცხვასა და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი განხილულ იქნეს სამართლებრივი თვალსაზრისითაც. მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად უთითებს, ჩარიცხვასა და კვალიფიკაციის მინიჭებაზე, როგორც დაწესებულების მიერ ცენტრისათვის მოწოდებულ კორესპონდენციაში ასახულ მოცემულობაზე, თუმცა, აღნიშნული სახით მითითება წარმოადგენს ხსენებული გარემოების ირიბად, მაგრამ მაინც დადგენილ გარემოებად მიჩნევას. ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილებიდან სხვა სახის მსჯელობა არ იკვეთება. სასამართლომ არ იმსჯელა ჩარიცხვისა (რომელიც, როგორც წესი, უნდა განხორციელედეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში, რკინიგზის სასწავლო ცენტრი ვერ მიიჩნევა ამგვარად) და კვალიფიკაციის მინიჭების (რომელიც აუცილებელია წარმოადგენდეს სრულად აღიარებულ პერიოდში მიღებული განათლების შედეგს) ცნებების სამართლებრივ მხარეზე და ფაქტობრივად დადგენილად მიიჩნია, რომ ო-----------–-–---–ი 2001 წელს ჩაირიცხა და 2005 წელს დაამთავრა შპს ,,ს----------–-------------ის'' ფილიალი ს----------–----------------------------ი. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ისე ზემოხსენებული ,,წესის'' არასწორ ინტერპრეტაციას, მის რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის №3/5------ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ სცნო ბათილად ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს №1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,ს----------–----------------------------ის'' მიერ ო-----------–-–---–ის სახელზე 2005 წელს გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლო თავად უთითებს, რომ დავის განხიილვისას უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადაო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავდორულად, იმ მოცემულობით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა საკანონმდებლო დანაწესი სრულყოფილად არის შესრულებული და დაცული, აქტი მაინც იქნა ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს, იმას, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება მის მიერვე ხსენებულ ზოგად, მაგრამ ძირეულ დანაწესს.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები. სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშრისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოედგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. ზოგადად, ცენტრს არავისთვის აუკრძალავს (და ვერც აუკრძალავს) განათლების სასურველი ფორმით, სასურველ დაწესებულებაში მიღება, ეს ცხადია, კონკრეტული პირის არჩევანია, თუმცა, ის თუ რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება, ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულბაც სწორედ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. როგორც უკვე აღინიშნა, მისთვის არ აუკრძალავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. აქვე საგულისხმოა, რომ ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან. სასამართლო, ასევე უთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე. აღნიშნული მუხლიც მხოლოდ ფორმალურადაა სასამართლოს მხრიდან მოხმობილი, რადგან მას არ მიესადაგება კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა. განათლების სფეროში არსებული ყველა ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. განათლების კანონმდებლობაში არსებული როგორც აღმჭურველი, ასევე, მავალდებულებელი ხასიათის დანაწესები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების განმტკიცება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერია, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარეშე აღნიშნული უფლება არა ყველასი, არამედ არავისი გამოდის. არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ უთითებს, რომ სახელმწიფომ ნორმატიულ დონეზე არ გაწეროს განათლების ხარისხის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ქართული კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მათზე აპელირება არაა მართებული. ცენტრის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვითა და შეჯერებით. აღნიშნული დანაწესიც მოკლებულია ნორმის გამოყენების ლოგიკას, რადგან არაა საკმარისი მსჯელობა განვითარებული თუ რა კუთხით მიესადაგება იგი მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტის კანონიერება-უკანონობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა, ცენტრი, ცალსახად და აბსოლუტურად ეთანხმება ამ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა სწორედ ხსენებული დანაწესის ფარგლებში. ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განმსჭვალულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ზოგადად, ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, რეალურად, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობას და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას, მეტიც არღვევს სახელისუფლებო შტოთა გაწონასწორების პრინციპს. ამასთან, ნორმათა არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს რეაგირების კანონთან შესაბამისი ბერკეტი, რაც არ გულისხმობს, მოქმედი საკანონმდებლო აქტის იგნორირებასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონიერების პრინციპის დარღვევისაკენ მითითებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს მოქმედ სამართლებრივ რეალობას და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციების ლეგიტიმაციას.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' რიგ დებულებებს და ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც. სასამართლომ უგულებელყო მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. აღნიშნული ,,წესი'' განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მთელი ზემოახნიშნული, მსჯელობა, ცხადია, წარმოადგენს ნორმატიულ სინამდვილეს, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული ,,წესი'' ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სწორედ აღნიშნული ვალდებულებაა შესრულებული ცენტრის მიერ როცა გამოიცა 2018 წლის 24 აგვისტოს N1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ცენტრის მხრიდან მიჩნეულია მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუმცა არ მიიჩნევს მას საკმარის ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად და აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. ზემოხსენებული საკანონმდებლო მოცემულობისა და იმ ფატობრივი გარემოების ფონზე, რომ აღნიშნული ინსტიტუტის მიერ 2001 წლიდან 2002 წლამდე ულიცენზიო რეჟიმში განხორციელებული საქმიანობა არ იყო სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული, სასამართლო, მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ არ იზიარებს ცენტრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხსენებული წესის მოქმედების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 12 ივნისს შევიდა ო-----------–-–---–ის №------ განცხადება, 2005 წელს შპს ს----------–-------------ას ფილიალის "ს----------–----------------------------ის" მიერ გაცემული კუთვნილი ბაკალავრის ს------------ დიპლომის (სარეგისტრაციო №-----) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ ო-----------–-–---–ი, შპს „ს----------–-------------------–---–---–------ის“ დირექტორის 2001 წლის 06 აგვისტოს №-- ბრძანებით, 2001-2002 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების ჩაბარების საფუძველზე II კლასის ბაზაზე ჩარიცხულ იქნა ს----------–-------------------–---–---–------ის პირველი კურსის დღის განყოფილებაზე, სპეციალობით - გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა რკინიგზის ტრანსპორტზე. ს----------–----------------------------ის 2005 წლის 21 დეკემბრის №--- ბრძანებით მას მიენიჭა კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა ბაკალავრის ს------------ დიპლომი (სარეგისტრაციო №-----). ს----------–-------------ის უფროსის 1992 წლის 12 ნოემბრის №7-- ბრძანების საფუძველზე, შ--–-----–-----------–---------------------------------------------ი გადაკეთდა უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლად (კოლეჯი). ს----------–-------------ის დეპარტამენტის თავჯდომარის 1996 წლის 16 აგვისტოს №1---- ბრძანებით კოლეჯი გადაკეთდა სასწავლო ცენტრად. შპს „ს----------–-------------ის“ გენერალური დირექტორის 2002 წლის 21 აგვისტოს №8--- ბრძანებით სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაარსდა ს----------–----------------------------ი. შპს „ს----------–-------------ის“ სასწავლო ცენტრი იურიდიულ პირად დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს, სახელმწიფოს 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით, ხოლო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 აპრილის №0------- დადგენილებით შეერწყა შპს „ს----------–-------------ას“. შესაბამისად, შპს „ს----------–-------------ა“ გახდა შპს „ს----------–-------------ის“ სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე. ამასთან, შპს „ს----------–-------------ის“ გენერალური დირექტორის 2002 წლის 21 აგვისტოს №8--- ბრძანებით სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი - ს----------–----------------------------ი. ს----------–-------------ის დირექტორთა საბჭოს 2008 წლის 01 აგვისტოს 5--- დადგენილებით ს----------–----------------------------ის ბაზაზე უფლებამონაცვლედ დაფუძნდა შპს „ს----------–------------------------------------------–-----------------–------–---ი". ცენტრში არსებული დოკუმენტაციის შესაბამისად, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს დადგენილებით (სარეგისტრაციო №2------) რეგისტრირებულ იქნა შპს "ს----------–-------------ის“ ფილიალი "ს----------–----------------------------ი". საქართველოს განათლების სამინისტრომ, 2002 წლის 11 ოქტომბერს, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 881.1 მუხლის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №1------- გადაწყვეტილებით, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ს“ ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად. ასევე, არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. 1991 წლის 14 ივნისს „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი კერძო პირების მიერ განათლების სფეროში მოგების მიღებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელებისათვის, აღნიშნულის შესაბამისად დაშვებული იქნა ფასიანი სწავლება და კერძო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ფასიანი სასწავლებლების დაარსების, სასწავლებლის წესდებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სწავლების განხორციელების, აგრეთვე კურსდამთავრებულზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება განმტკიცებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი სასწავლებლების შესახებ“. აღნიშნული დებულების პირველი და მე-2 პუნქტებით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნება დაერთოთ დაეარსებინათ ფასიანი სასწავლებლები, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი, ატესტატი) გაცემის უფლებით. აღნიშნული დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, ფასიანი სასწავლებლის რეგისტრაციაში გატარებისათვის დადგინდა შესაბამისი ლიცენზიის მიღების ვალდებულება, რომლის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრო.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სასწავლო დაწესებულებების შექმნა, აკრძალული იყო „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, მის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სპეციალური ნებართვის გარეშე“. ამასთან, 1999 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომელსაც გასცემდა საქართველოს განათლების სამინისტრო. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 12 მარტის ბრძანებით დამტკიცებული შპს „ს----------–-------------ის“ სასწავლო ცენტრის წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის პირველი აბზაცის შესაბამისად, საზოგადოება საქმიანობას წარმართავდა რკინიგზის დარგში კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განსახილველ პერიოდში მოქმედი "განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის შექმნის გადაწყვეტილების მიღება და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს წინადადების დამტკიცება, განეკუთვნებოდა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას. შესაბამისად, შპს „ს----------–-------------ის“ სასწავლო ცენტრი, რომლის ბაზაზეც დაარსდა შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი - „ს----------–----------------------------ი“ და რომელმაც მხოლოდ 2002 წლის პირველ ოქტომბერს მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია, არ იყო უფლებამოსილი 2002 წლის 11 ოქტომბრამდე განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა. ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალიწინებინა აღნიშნული გარემობა, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილებით განამტკიცა რა კანონიერი ნდობის პრინციპის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით და გამოიყენა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია, ასევე, არასწორად მიიჩნია, რომ ს----------–----------------------------ი, როგორც შპს „ს----------–-------------------–---–---–------ის“ (იურიდიულ პირად დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს სახელმწიფოს 100 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით) უფლებამონაცვლე, ითვლებოდა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ,,საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-9 მუხლი, რაზეც სასამართლო აპელირებს არ მიემართება მოცემულ დავაში ფიგურანტ საგანმანათლებლო დაწესებულებას, მითუფრო, რომ 2002 წელს გაიცა ლიცენზია შპს ,,ს----------–----------------------------ზე'', რაც თავის მხრივ, დამატებითაც ცხადყოფს ლიცენზიის გაცემის ვალდებულებას ამ დაწესებულებაზე. ცენტრი ასევე განმარტავს, რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება ეყრდნობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, მაშინ არასწორია აპელირება ცენტრის მიერ კონკრეტული, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევაზე და პირიქით - თუ ცენტრმა არასწორად მიიჩნია, რომ დაწესებულებას სჭირდებოდა ლიცენზია, მაშინ, როცა შესაძლოა იგი გარკვეული დანაწესის საფუძველზე ისედაც ჩათვლილიყო ლიცენზირებულ დაწესებულებად, ცალსახად არსებულა აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები და კანონიერი ნდობის გამოყენება არ არის მართებული.

 

აპელანტის განმარტებით, ცენტრმა იმსჯელა ბაკალავრის დიპლომის მიმართ ო-----------–-–---–ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ო-----------–-–---–მა მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ო-----------–-–---–ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს სათანადო უფლებამოსილების/ლიცენზირების გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, სახელმწიფო რეგულირებას (ლიცენზირება) დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან სათანადო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვრცლად მსჯელობს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირებაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. (Nბს-143-137(კ-10), 6 ივლისი, 2010 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრიმატზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციობირებას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ წარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ო-----------–-–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, რომლითაც განმტკიცებულია ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. ამ პრინციპიდან გამომდინარე, ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება, ან სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომების მფლობელი ის პირები, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, არსებობს მყარი საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით, შესაბამისად, არც ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობა არსებობდა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 5.1 მუხლის შესაბამისად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა - ტექნოლოგიური ინსტიტუტისა; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“. აღნიშნული „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 07.05.2018წ. ო-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა „ს----------–-------------ის“ ფილიალ „ს----------–----------------------------ის“ მიერ მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 05.06.2018წ. №MES 6------------ გადაწყვეტილებით ო-----------–-–---–ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. 12.06.2018წ. ო-----------–-–---–მა განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხის ხელახლა განხილვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი ჩაბარების დროს 2001 წელს სასწავლებლის დასახელება იყო შპს „ს----------–-------------------–---–---–------ი“, ხოლო 2002 წელს გახდა „ს----------–----------------------------ი“. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 6------------ გადაწყვეტილებით ო-----------–-–---–ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 11 მაისის №1------- გადაწყვეტილებით შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალს - „ს----------–----------------------------ს“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალის „ს----------–----------------------------ის“ საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. „ს----------–-------------ის“ ფილიალს - „ს----------–----------------------------ს“ ცენტრში არ წარუდგენია ჩარიცხულ პირთა სია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, ასევე არ გაუვლია ავტორიზაცია და არ გააჩნია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. აღნიშნულის შესაბამისად, შპს „ს----------–-------------------–---–---–------ი“, რომლის ბაზაზეც დაარსდა შპს „ს----------–-------------ის“ ფილიალი „ს----------–----------------------------ი“ და რომელმაც მხოლოდ 2002 წლის 11 ოქტომბერს მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია, არ იყო უფლებამოსილი 2002 წლის 11 ოქტომბრამდე განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა.

 

3.2.2. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში სწორად მიუთითა „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების შესახებ“ 2006 წლის 17 მარტის კანონის 9.2 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად. მითითებული ნორმის გათვალისწინებით, მართებულია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, „ ს----------–----------------------------ი“ - შპს „ს----------–-------------------–---–---–------ის“ (იურიდიულ პირად დაფუძნდა 2001 წლის 28 მარტს, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით) უფლებამონაცვლე, ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე, ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად კი, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველი დავის გადასაწყვეტად, უმნიშვნელოვანესია, დადგინდეს: გააჩნდა თუ არა ო-----------–-–---–ს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ნამდვილად გააჩნდა ამგვარი ნდობა.

 

სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. მართალია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის), კანონის გონივრული, სამართლიანი მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების აუცილებლობის გათვალისწინებით, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (ზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ადგილი არ აქვს აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოება - დაინტერესებული პირის უკანონო ქმედება, რაც შეიძლება გამოხატული ყოფილიყო ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენაში, ზეწოლაში, მოტყუებაში და ა.შ. ამ პირობებში, მართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელე ენდობოდა ს----------–----------------------------ის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 61 801------ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 24 აგვისტოს MES 6------------ გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ს----------–----------------------------ის მიერ ო-----------–-–---–ის სახელზე 2005 წელს გაცემული ს------------ (სარეგისტრაციო №-----) დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლეები:

 

ხატია არდაზიშვილი

 

მირანდა ერემაძე

 

დავით ახალბედაშვილი