განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
330310018002534578
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002534578

საქმე №3ბ/924-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი

მოსამართლეები - გიორგი ტყავაძე

თამარ ონიანი

 

აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---– მ-------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ---– მ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 0-------ის №M-–-------------- გადაწყვეტილება; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ---– მ-------–---–ის სახელზე გაცემული S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ს----------–ოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 2--------------ს შპს ს----------–---------------------------–ო ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია.

 

ს----------–ოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლუის 0-----------–ის №2------- გადაწყვეტილები, შპს ს-------------–------------------------ს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 1-------------ის №1--- გადაწყვეტილებით შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა იმ პერიოდში მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' ს----------–ოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს----------–ოს ს-------------–------------------------ის საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტირებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებატა აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 3-------------------- გადაწყვეტილებით შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლით.

 

ზ---– მ-------–---–ი „ს----------–ოს ს-------------–------------------------მა“ 2009 წლის 19 მაისს ზ---– მ-------–---–ის სახელზე გასცა დიპლომი S--- №0-----, რომლის თანახმად, “ს----------–ოს ს-------------–------------------------ის“ საინჟინრო საქმის ფაკულტეტის 2008 წლის 2-------ის გადაწყვეტილებით ზ---– მ-------–---–ს მიენიჭა საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ი-–-----ს კვალიფიკაცია.

 

ზ---– მ-------–---–მა 2016 წლის 0-----------რს განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა „ს----------–ოს ს-------------–------------------------ში'' მიღებული განათლების აღიარება.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 0-------ის №M-–-------------- გადაწყვეტილებით ზ---– მ-------–---–ს უარი ეთქვა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ ს----------–ოს კანონის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ს----------–ოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ ს----------–ოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 0-----------რს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა ზ---– მ-------–---–მა და მოითხოვა ,,ს----------–ოს ს-------------–------------------------ის'' მიერ მის სახელზე გაცემული S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 0-------ის №M-–-------------- გადაწყვეტილებით, ზ---– მ-------–---–ს უარი ეთქვა მის სახელზე გაცემული S--- №0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” ს----------–ოს კანონი აწესრიგებს ს----------–ოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. აღნიშნული მუხლის ,,ბ1” პუნქტის თანახმად, ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად კი, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს „ს----------–ოს ს-------------–------------------------ის“ მიერ 2008 წელს ზ---– მ-------–---–ისთვის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ი-–-----ს კვალიფიკაციის მინიჭება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მსგავსი კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას. შესაბამისად, შპს ,,ს----------–ოს ს-------------–------------------------ი“ არ იყო უფლებამოსილი 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომი პერიოდის კურსდამთავრებულისთვის მიენიჭებინა ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან შეუსაბამო, უმაღლესი განათლების დამადასტურებელ S--- N0----- დიპლომში ასახული კვალიფიკაცია და გაეცა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. კერძოდ, „უმაღლესი განათლების შესახებ” ს----------–ოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლების დასაწყისისა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ მსგავსი კვალიფიკაციის მინიჭებისა და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის (დიპლომი) უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების შესაძლებლობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება, სამართალმცოდნეობის კვალიფიკაციით. მართალია, ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, დიპლომი კი, როგორც აღინიშნა, აქტი არ არის, სასამართლო კანონის გონივრული, სამართლიანი, მისი მიზნებიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც. დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

სასამართლომ, აქვე, მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. სახეზე არ არის, აგრეთვე, ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა ს----------–ოს ს-------------–------------------------ის მიერ მის სახელზე გაცემული S--- N0----- დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. განსახილველ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას და გამოიყენა ეს ნდობა - პროფესიული კარიერა დაგეგმა სწორედ ამ კუთხით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობის და უსაფრთხოების განმტკიცებას. კანონიერი ნდობის არსებობას და დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქმის მასალების საფუძველზე და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის კერძო ინტერესი - გააჩნდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც ს----------–ოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდამხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

აქვე, სასამართლომ mutatis mutandis მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

ს----------–ოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 0-------ის № M-–-------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ზ---– მ-------–---–ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე. გაუგებარია, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. სასამართლოს მიერ არ მომხდარა შეფასება, რამდენად კანონიერად გასცა საგანმანათლებლო დოკუმენტი "ს----------–ოს ს-------------–------------------------მა".

 

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებისა და საარქივო დოკუმენტაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ ს----------–ოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 28 ოქტომებრს შპს ს----------–---------------------------–ო ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართევლოს კანონის 88-ე 1(1) პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლამდე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

 

ს----------–ოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს, 2005 წლის 0-----------–ის №2------- გადაწყვეტილებით, შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს, 2007 წლის 1-------------ის №1--- გადაწყვეტილებით, შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა, იმ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ ს----------–ოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ის საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის, ჩაითვალა აკრედიტებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.

 

სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2009 წლის 3-------------------- გადაწყვეტილებით, შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით.

 

ს----------–ოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 3-----------ის №1--- ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, კერძოდ, 2009 წლის 2------------დან შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ს----------–------------------–----------------–---ი.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ ს----------–ოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის შპს ს----------–------------------–----------------–---ი ჩაითვალა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.

 

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 2------------ის N3-- გადაწყვეტილებით, შპს - ს----------–------------------–----------------–---ს (საიდენტიფიკაციო კოდი:2--------) 5 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების - საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი.

 

პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 2------------ გადაწყვეტილებით შპს ს----------–------------------–----------------–---ს გაუუქმდა ავტორიზაცია.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, "უმაღლესი განათლების შესახებ“ ს----------–ოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ მსგავსი კვალიფიკაციის მინიჭებისა და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის (დიპლომი) უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების შესაძლებლობას. შესაბამისად, დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დროს, ცენტრი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაუთანაბროს ზ---– მ-------–---–ისადმი მინიჭებული ხარისხი ს----------–ოს არსებულ კვალიფიკაციებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის ისევე, როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

იგივე უფლებები გამყარებულია ს----------–ოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული აქტი სარჩელის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს არ აქვს განმარტებული, თუ რა სამართლებრივი საფუძველი გახდა ცენტრის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლოს მსჯელობა და მიღებული გადაწყეტილება ემყარება მხოლოდ კანონიერი ნდობის პრინციპს. მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად დაირღვა აღნიშნული საერთაშორისო აქტები და კონსტიტუციის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში უთითებს ყველა იმ ნორმაზე, რომელთა შესაბამისადაც ცენტრმა იმოქმედა მოსარჩელის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

კერძოდ, აპელანტი თვლის, რომ ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ ს----------–ოს კანონით, რომლის 25-ე მუხლის თანახმად, ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

ცენტრმა აქტის გამოცემისას ასევე იხელმძღვანელა წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად, ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი -დიპლომი.

 

ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, sაქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

თუმცაღა სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი მსჯელობა ეფუძნება ზემოხსენებულ ნორმათა არასწორი გამოყენებისა და ინტერპრეტაციის შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის არგამოყენების ტოლფასია.

 

სასამართლომ 3.2. პუნქტით დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ "ს----------–ოს ს-------------–------------------------მა" 2009 წლის 19 მაისს ზ---– მ-------–---–ის სახელზე გასცა დიპლომი S--- N0-----, რომლის თანახმად, "ს----------–ოს ს-------------–------------------------ის" საინჟინრო ფაკულტეტის 2008 წლის 2-------ის გადაწყვეტილებით ზ---– მ-------–---–ს მიენიჭა საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ი-–-----ს კვალიფიკაცია.

 

აპელანტი განმარტავს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების მიზნებისთვის, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს პირის სწავლის ფაქტი, არამედ ცენტრი ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს, ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან. შესაბამისად, სასამართლომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, უგულებელყო შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა:

 

ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგენილ იქნა, რომ შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ი წარმოადგენდა ს----------–ოში აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი S--- N0----- დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადგენდა ზ---– მ-------–---–ის სწავლის პერიოდის სახელმწიფო აღიარების გამომრიცხველ ფაქტს.

 

შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი S--- N0----- დიპლომის შესაბამისად ზ---– მ-------–---–ს 2008 წელს მიენიჭა საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ი-–-----ს კვალიფიკაცია.

 

"უმაღლესი განათლების შესახებ“ ს----------–ოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ მსგავსი კვალიფიკაციის მინიჭებისა და აღნიშნულის საფუძველზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის (დიპლომი) უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების შესაძლებლობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ის მიერ 2008 წელს ზ---– მ-------–---–ისთვის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ი-–-----ს კვალიფიკაციის მინიჭება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მსგავსი კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას. შესაბამისად, შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ი არ იყო უფლებამოსილი 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომი პერიოდის კურსდამთავრებულისთვის მიენიჭებინა ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან შეუსაბამო, უმაღლესი განათლების დამადასტურებელ S--- N0----- დიპლომში ასახული კვალიფიკაცია და გაეცა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას ზ---– მ-------–---–ის კუთვნილი დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დიპლომში მითითებული სწავლის პერიოდში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითიც უხეშად დაირღვა წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

 

იმდენად, რამდენადაც ,,წესით" იმპერატიულად დადგენილია ის კუმულაციური წინაპირობები, რომელთა არსებობაც აუცილებელია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომი იმიტომაც ექვემდებარება დადასტურებას, რომ მოსარჩელე ზ---– მ-------–---–ი ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედებას და ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას, მოცემულ შემთხვევაში შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე.

 

ამგვარი განმარტების შედეგად, სასამართლო მსჯელობა უგულებელყოფს იმ საკანონმდებლო რეალობას და კანონმდებლის მიზანს, რომლის შესაბამისადაც შემოღებულ იქნა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა.

 

სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ პირის სამუშაო გამოცდილებას და პროფესიული ცოდნის მიღების ფაქტს და არა მის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.

 

სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „წესის" არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და იგი არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ცენტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, სრულყოფილად აცნობიერებს საკუთარ საჯაროსამართლებრივ ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია სადავო საკითხი, კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე.

 

სასამართლომ არასწორად განმარტა ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე პრიმა მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა.

 

საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი S----------- დიპლომის მიმართ ზ---– მ-------–---–ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ზ---– მ-------–---–მა მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ზ---– მ-------–---–ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციურ აკრედიტაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.

 

ამდენად, აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მასზე გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელა მთელი რიგი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები, ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას, აღნიშნული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება კი ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს, სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით. ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეპირისპირების შედეგად არ იკვეთება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესი. ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს აზრით, აუცილებელია, რომ მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო.

 

აგრეთვე, კანონიერ ნდობაზე მსჯელობისას სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება საქმეზე "მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ". ცენტრი აღნიშნავს, რომ მითითებული გადაწყვეტილება ევრო სასამართლოს პრაქტიკიდან ზ---– მ-------–---–ის საქმესთან დაკავშირებით არარელევანტურია, ვინაიდან ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მითითებული დასაბუთების შინაარსი არსებითად განსხვავდება ზ---– მ-------–---–ის საქმეში სადავო საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისაგან. შესაბამისად, მსგავსი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ აყენებს რეალური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს.

 

ცენტრის განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციობირებას.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესისა და ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ.

 

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ზ---– მ-------–---–ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრინციპს. ამ საკითხთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, ეს სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ეხმიანება კონკრეტულ მიზანს. სასამართლომ ამგვარი მსჯელობით მოახდინა თავად კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არასწორი ინტერპრეტაციის დემონსტრირება.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებადი, საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სურვილის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.

 

საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი უშუალოდ დაკავშირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებასთან. შესაბამისად, ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ბათილად ცნობს მის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ამ ნორმის გამოყენებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო ცენტრის მიერ ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს მიანიჭა რაიმე უფლება ან სარგებელი.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის ბს-1153-1142(კ-11) გადაწყვეტილებაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი აქტის ბათილად ცნობისა და აღნიშნული აქტის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხი. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შეუსაბამოა და არარელევანტურია მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მასზე მითითება არ ემსახურება რაიმე კონკრეტულ მიზანს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საკითხი მოწესრიგებულია ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაცუიული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინიტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში, სასამართლო.

 

ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო აქტის ბათილად ცნობის დროს აფასებს მის მატერიალურ და ფორმალურ კანონირებას და თუ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოცემული აქტი არის უკანონო ან დარღვეულია მისი გამოცემის პროცედურები, გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი ბათილად ცნობის თაობაზე.

 

ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა: ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან; ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან; გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

 

დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე ცენტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი თავისი სამართლებრივი შედეგებით შეუძლებელია გაუთანაბრდეს მოსარჩელის სახელზე აქტის გაუქმებას, ვინაიდან ცენტრის გადაწყვეტილებით არ მომხდარა მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების გაუქმება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით.

 

ცენტრი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან მისი საქმიანობა ეფუძნება მხოლოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც გახდებოდა მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. სასამართლოს უნდა მიეთითებინა ის დამატებითი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ცენტრი შეძლებდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა უკვე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ---– მ-------–---–ის მიერ მიღებული განათლების შედეგად დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოკლებულია შესაძლებლობას განსხვავებულად განმარტოს საქმის იგივე გარემოებები და შეაფასოს ისინი. ისევე როგორც სასამართლო, ცენტრიც შებოჭილია კანონმდებლობით, მისი საქმიანობის საფუძველია კანონიერების პრინციპის დაცვა, რაც გამორიცხავს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას.

 

დაუსაბუთებული და არარელევანტურია სასამართლოს მსჯელობა ს----------–ოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებულ განათლების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ცენტრის მიერ მისთვის ს----------–ოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების განხორციელებისას, მით უფრო, განათლების აღიარების პროცედურის განხორციელებისას, ვერ იქნება სახეზე კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ცხადია, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით და ეს მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

 

ამასთან, სასამართლო ამ ნორმის განმარტებისას უგულებელყოფს მის მე-2 და მე-4 პუნქტებს, რომლის თანახმადაც, გადამწყვეტია სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში მყოფი საგანმანათლებლო სისტემის შექმნის პროცესში. განათლების სისტემა სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს ხაზგასმით იქნა აღნიშნული ს----------–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვით, ,,განათლების სისტემა დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განუყოფელი ელემენტია, მისი შექმნა კი უმაღლესი დონის ლეგიტიმური მიზანი” (იხ. ს----------–ოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე ს----------–ოს მოქალაქე მაია ნათენაძე და სხვები ს----------–ოს პარლამენტისა და ს----------–ოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).

 

საგულისხმოა, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისაკენ სწრაფვა ეჭქვეშ დადგებოდა მისი ხარისხის განვითარების მექანიზმების არსებობის გარეშე. საამისოდ მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება კი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" ს----------–ოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის № 89/ნ ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ცენტრს.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირის განათლების უფლებაზე აპელირება დაუშვებელია თავად საგანმანათლებლო სისტემის, მისი ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების უგულებელყოფის საპირწონედ. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში, ცენტრს არ განუხორციელებია არამართლოზმიერი ჩარევა მოსარჩელის განათლების უფლებით დაცულ სფეროში.

 

სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული და გამოყენებული „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-13 მუხლი, რომლის თანახმადაც, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემა.

 

სასამართლო არ ასაბუთებს თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ ან მისი ზოგადი კომენტარში განსაზღვრული დებულებების დარღვევა, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ საერთაშორისო აქტების ციტირებით, მისი ფორმალური მითითებით და ამ ნორმათა ცოდნის დემონსტრირებით.

 

ცენტრის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ ნორმებთან.

 

შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს“ და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის უფლებას მიიღოს განათლება. მათთვის არავის აუკრძალავს კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მათ მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე.

 

გაუგებარია ცენტრი, როგორ უნდა პროვოცირებდეს მესამე პირთა ჩარევას მოსარჩელის განათლების უფლების რეალიზაციაში. თუ განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში სასამართლო ს----------–ოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობასა და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს განათლების სისტემას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს.

 

ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო და საჯარო ინტერესზე. თუმცა არ დაუსაბუთებია ცენტრმა სად დაარღვია ზ---– მ-------–---–ის მიმართ კერძო და საჯარო ინტერესი.

 

ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი არეგულირებს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განიმარტება დისკრეციული უფლებამოსილების ცნებაც, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ხოლო ამავე კოდექსის თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, შესაბამისად ამ ეტაპზე საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეერჩია ყველაზე მისაღები. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრი იმოქმედებდა იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა რამდენიმე პოზიტიური ან რამდენიმე ნეგატიური გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევით.

 

არც ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და არც სხვა სამართლებრივი აქტი არ ავალდებულებს ცენტრს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კონკრეტულ პირს გააჩნია კერძო ინტერესი ქონდეს უმაღლესი განათლება, უგულებელყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მმართველობითი ღონისძიება განახორციელოს კანონდარღვევით, ყოველივე ეს კი, თვითნებურად საჯარო და კერძო ინტერესების დისბალანსს დააბრალოს.

 

ცენტრს არ შეუზღუდავს მოსარჩელესთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და არც წარსულში მიღებული სწავლების შედეგები გაუბათილებია. ცენტრმა მხოლოდ კანომდებლობის და ადმინსიტრაციული სამართლის პრინციპების სრული დაცვით გამოსცა აქტი, რომლითაც კი არ გააუქმა მოსარჩელის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები არემედ მოახდინა მხოლოდ მათი ფიქსაცია და სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ წარმოადგენს მარტერიალური კანონმდებლობის კონკრეტული ნორმების რეალიზება კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დარღვევასა და კერძო ინტერესის დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ს----------–ოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილი შინაარსი.

 

საგულისხმოა, რომ ს----------–ოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ს----------–ოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ზ---– მ-------–---–ის სახელზე გაცემული სახელზე გაცემული S----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ ს----------–ოს კანონის მიზანს განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ს----------–ოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), რომელიც, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტით ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების უფლებამოსილება მიენიჭა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, ამავე კანონის 25-ე მუხლით კი განისაზღვრა ამ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

ს----------–ოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და ს----------–ოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების პირობებსა და პროცედურას.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი); იმავე მუხლის მე-3 პუნქტი კი მიუთითებს, რომ ს----------–ოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

მაშასადამე, დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისთვის ცენტრმა უნდა შეამოწმოს, არსებობს თუ არა პირის სახელზე გაცემული დიპლომი, რაც თავისთავად ადასტურებს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, შეამოწმოს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, ს----------–ოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს სწავლის პერიოდი, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარება და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობა ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან, დაადგინოს პირისათვის მინიჭებული კვალიფიკაციის პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხი. მითითებული ნორმა განსაზღვრავს უფლებამოსილების კონკრეტულ ფარგლებს, თუ რა საკითხები უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ცენტრმა დიპლომის ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ" ს----------–ოს კანონი განმარტავს და მიუთითებს, რა წესით გაცემულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიჩნევს სახელმწიფო აღიარებულად. კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ს----------–ოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ზ---– მ-------–---–ის სახელზე გაცემული დიპლომის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს „ს----------–ოს ს-------------–------------------------ის“ მიერ 2008 წელს ზ---– მ-------–---–ისთვის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ი-–-----ს კვალიფიკაციის მინიჭება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მსგავსი კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას. შესაბამისად, შპს ,,ს----------–ოს ს-------------–------------------------ი“ არ იყო უფლებამოსილი 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომი პერიოდის კურსდამთავრებულისთვის მიენიჭებინა ს----------–ოში არსებულ კვალიფიკაციებთან შეუსაბამო, უმაღლესი განათლების დამადასტურებელ S--- N0----- დიპლომში ასახული კვალიფიკაცია და გაეცა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი..

 

პალატა, განსახილველ საქმეზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----------–ოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლუის 0-----------–ის №2------- გადაწყვეტილები, შპს ს-------------–------------------------ს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებატა აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 1-------------ის №1--- გადაწყვეტილებით შპს ს----------–ოს ს-------------–------------------------ს უარი ეთქვა აკრედიტაციის მინიჭებაზე. თუმცა იმ პერიოდშ მოქმედი ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' ს----------–ოს კანონის 66-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შპს ,,ს----------–ოს ს-------------–------------------------ის საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისთვის, ჩაითვალა აკრედიტირებულად 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე. „ს----------–ოს ს-------------–------------------------მა“ 2009 წლის 19 მაისს ზ---– მ-------–---–ის სახელზე გასცა დიპლომი S-----------, რომლის თანახმად, “ს----------–ოს ს-------------–------------------------ის“ საინჟინრო საქმის ფაკულტეტის 2008 წლის 2-------ის გადაწყვეტილებით ზ---– მ-------–---–ს მიენიჭა საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ი-–-----ს კვალიფიკაცია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სწავლობდა სწორედ აკრედიტაციის გავლილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც იმ პერიოდისთვის აკმაყოფილებდა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას, თუმცაღა მოსარჩელის მიერ სწავლის დამთავრებისას სასწავლო დაწესებულება არ იყო აკრედიტირებული, რასაც 2005 წლიდან მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულების აკრედიტაცია სწორედ სასწავლებლის მიერ შესაბამისი განცხადების და მოთხოვნის წარდგენას უკავშირდება, რაზეც, ერთი მხრივ, სტუდენტი გავლენას ვერ მოახდენს, მეორე მხრივ კი, სტუდენტისთვის შესაძლებელია არც იყოს ცნობილი, რომ მის მიერ სწავლის დაწყების შემდეგ ამოქმედებული კანონმდებლობით სასწავლებელი სწავლის დაწყებისა და სწავლის დასრულების პერიოდში სხვადასხვა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას კანონიერი ნდობის პრინციპზე მითითების თვალსაზრისით და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი გათვალისწინებულია კანონით. დაუშვებელია პირისთვის განმსაზღვრელ უფლებაზე ისეთი სახის საკანონმდებლო რეგულაციის გავრცელება, რომელიც ქმედების განხორციელების დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული და გონივრული განსჯის შედეგად განჭვრეტადი მაშინ, როდესაც არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

 

სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მოსარჩელეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. მართალია, ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას, თუმცა მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტების შედეგად, კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ, როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც, დაცვის ღირსია პირის კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს. ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები) არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს ს----------–ოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას, მოსარჩელე ენდობოდა მის მიმართ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც, თავის მხრივ, ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში, ზღუდავს მოპასუხეს, არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. პალატის მოსაზრებით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ნდობა ოფიციალური გადაწყვეტილებებისადმი და მისი ეს ნდობა უნდა იყოს დაცული, კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევა სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპის სასარგებლოდ, უნდა იყოს განსაკუთრებულად დასაბუთებული და უკიდურესად აუცილებელი, რაც განსახილველი საქმის მასალებიდან არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონიერების პრინციპის აღმატებული დაცვის ინტერესესი, შესაბამისად, მოქალაქის ნდობა უფრო მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ს----------–ოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი

 

მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე

 

თამარ ონიანი