2. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ზემოაღნიშნული უფლების სრულად განხორციელებისათვის:
a) დაწყებითი განათლება უნდა იყოს ყველასათვის სავალდებულო და უფასოდ ხელმისაწვდომი;
b) საშუალო განათლების მიღება მისი სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური და პროფესიული საშუალო განათლების ჩათვლით, უნდა გახდეს საყოველთაოდ შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ყველა შესაფერისი საშუალებით, კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობით შემოღების გზით;
c) უმაღლესი განათლება უნდა გახდეს ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომი თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შესაფერისი საშუალებით და კერძოდ, უფასო განათლების თანდათან შემოღების გზით;
d) ძირითადი განათლება უნდა წახალისდეს და გახდეს შეძლებისდაგვარად ინტენსიური იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ მიუღიათ ან არ დაუსრულებიათ დაწყებითი განათლების სრული კურსი;
e) აქტიურად გატარდეს ყველა საფეხურის სკოლათა სისტემის განვითარების პოლიტიკა, შეიქმნას სტიპენდიების შესაფერისი სისტემა და განუწყვეტლივ უმჯობესდებოდეს საგანმანათლებლო პერსონალის მატერიალური პირობები.
3. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობლებისა და, შესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების თავისუფლებას, ბავშვებისათვის აირჩიონ არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ დაარსებული, არამედ სხვა სკოლებიც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან მოწონებული საგანმანათლებლო მოდელის მოთხოვნების მინიმუმს შეესაბამება, და უზრუნველყონ ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი რწმენის შესაფერისად.
4. ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებისათვის დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალურ სტანდარტებს