1. ოჯახს, რომელიც საზოგდოების ბუნებრივი და ძირითადი ერთეულია, უნდა გაეწიოს შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო დაცვა და დახმარება, განსაკუთრებით მისი შექმნის დროს და იმ პერიოდში, სანამ ბავშვზე ზრუნვის და მისი აღზრდის პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ის დამოუკიდებელი გახდებოდეს. ქორწინება უნდა ხდებოდეს დასაქორწინებელ პირთა თანხმობით;
2. განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ დედები მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ დროის გონივრული მონაკვეთის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე მომუშავე დედებს უნდა მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფით;
3. დაცვისა და დახმარების განსაკუთრებული ღონისძიებანი უნდა განხორციელდეს ყველა ბავშვისა და მოზარდის მიმართ ოჯახური წარმოშობისა და სხვა გარემოებების მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ბავშვები და მოზარდები დაცულ უნდა იქნან ეკონომიკური და სოციალური ექსპლუატაციისაგან. მათი შრომის გამოყენება ზნეობისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო ან სიცოცხლისათვის საშიშ ან მათი ნორმალური განვითარების დამაბრკოლებელ რომელიმე სფეროში კანონით უნდა დაისაჯოს. სახელმწიფოებმა ასევე უნდა დააწესონ ასაკობრივი ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბავშვთა ანაზღაურებადი შრომის გამოყენება კანონით აკრძალული და დასჯადი იქნება
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი
მუხლი 10. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ:
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №010210016001403979
…მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 და მე-14 მუხლებზე, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 16.3 მუხლსა და „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ 10.1 მუხლზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 44. წინამდებარე პაქტის განხორციელების დებულებები გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ ადამიანის უფლებათა პროცედურებს, რომლებსაც ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მის სპეციალ
- მუხლი 52. 48-ე მუხლის მე-5 26-ე 5 პუნქტის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინების მიუხედავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი პაქტის იმავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს აცნობე
- მუხლი 30. 1. პირველი არჩევნები ეწყობა წინამდებარე პაქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში
- მუხლი 29. 1. კომიტეტის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ 28-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებიც ამ მიზნით დაასახელეს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. 1. წინამდებარე პაქტის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ დ ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმი
- მუხლი 4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებების გამოყენების დროს, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის თანახმად, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია ეს უფლებები დაუქვემ
- მუხლი 5. 1. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს, იმგვარად რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, ეწეოდეს საქმიანობას ან ჩაიდინოს რაიმე მოქმდება, რომელიც მიმართულია წინამდებარე პ
- მუხლი 6. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება,
- მუხლი 7. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს:
- მუხლი 8. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ:
- მუხლი 11. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას,
- მუხლი 12. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე
- მუხლი 13. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნები
- მუხლი 14. წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, რომელსაც მონაწილედ გახდომის დროისათვის არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი მეტროპოლიის ან მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიაზე უზრუნველყო სავალდებულო
- მუხლი 15. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას:
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“, მუხლი 10. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1483577/muxli-10/