a) მონაწილეობა მიიღოს კულტურულ ცხოვრებაში;
b) სარგებლობდეს მეცნიერული პროგრესის შედეგებით და იყენებდეს მათ;
c) მიიღოს სარგებელი იმ მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვით, რომლებიც გამომდინარეობის მისი ავტორობით შექმნილი ნებისმიერი მეცნიერული, ლიტერატურული თუ მხატვრული ნაშრომიდან.
2. აღნიშნული უფლების სრული განხორციელებისათვის წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომები უნდა შეიცავდეს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მეცნიერულ და კულტურულ მიღწევათა დასაცავად, გასავითარებლად და გასავრცელებლად.
3. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ თავისუფლებას, რომელიც აუცილებელია სამეცნიერო კვლევისა და შემოწმედებითი მოღვაწეობისათვის.
4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ სარგებელს, რომელიც გამომდინარეობს მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლობის წახალისებისა და განვითარებიდან.
ნაწილი I