მუხლი 44 წინამდებარე პაქტის განხორციელების დებულებები გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ ადამიანის უფლებათა პროცედურებს, რომლებსაც ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა დამფუძნებელი აქტები და კონვენციები, ან ეს დებულებები ხელს არ უნდა უშლიდეს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს მიმართონ დავის გადაწყვეტის სხვა პროცედურებს მათ შორის მოქმედ საერთო და სპეციალურ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე🔗