b) კომისია შედგება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებისათვის მისაღები ხუთი პირისაგან. თუ სამი თვის განმავლობაში დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ვერ შეთანხმდენენ კომისიის მთელი შემადგენლობისა თუ შემადგენლობის ნაწილის თაობაზე. კომისიის იმ წევრებს წევრებს, რომელთა დანიშვნის თაობაზე ვერ მიაღწიეს თანხმობას, ირჩევენ ფარული კენჭისყრით კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე კომიტეტის წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.
2. კომისიის წევრები მოვალეობას ასრულებენ პირადად. ისინი არ უნდა იყვნენ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოების ან იმ სახელმწიფოს მოქალაქენი, რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
3. კომისია ირჩევს თავმჯდომარეს და ადგენს საკუთარ პროცედურულ წესებს.
4. კომისიის სხდომები ჩვეულებრივ იმართება გაერთიანებულუ ერების ორგანიზაციის სათაო დაწესებულებაში ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის განყოფილებაში, ასევე შეიძლება გაიმართოს სხვა მოსახერხებელ ადგილებში, რომლებიც კომისიამ შეიძლება განსაზღვროს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან და შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციით.
5. 36-ე მუხლით განსაზღვრული სამდივნო ასევე ემსახურება ამ მუხლის საფუძველზე დანიშნულ კომისიებს.
6. კომიტეტის მიერ მიღებული და შესწავლილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომისიისთვის, და კომისიას შეუძლია სთხოვოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, წარუდგინონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
7. კომისიის მიერ საკითხის სრულად განხილვის შემდეგ, მაგრამ საკითხის გადაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა, იგი კომიტეტის თავჯდომერეს დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოებისთვის გასაგზავნად წარუდგენს მოხსენებას:
a) თუ კომისიას არ შეუძლია დაამთავროს ამ საკითხის განხილვა 12 თვის მანძილზე, იგი მოხსენებაში მოკლედ აღნიშნავს, რომ თუ რა მდგომარეობაშია ამ საკითხის განხილვა;
b) თუ მიღწეულია ამ საკითხის მეგობრული გადაწყვეტა წინამდებარე პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე, კომისია თავის მოხსენებაში შემოიფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსით;
c) თუ (b) ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღწეული არ არის, კომისიის მოხსენება შეიცავს მის დასკვნებს ფაქტობრივი ხასიათის ყველა საკითხის შესახებ, რომელიც ეხება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა დაცვას, და კომისიის მოსაზრებებს ამ საკითხის მეგობრულად მოგვარების შესაძლებლობების შესახებ, ეს მოხსენება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობით წარდგინებასა და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერს;
d) თუ კომისიის მოხსენება წარდგენილია (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ამ მოხსენების მიღებიდან სამი თვის ვადაში ატყობინებენ კომიტეტის თავმჯდომარეს ეთანხმებიან თუ არა კომისიის მოხსენების შინაარსს.
8. ამ მუხლის დებულებები არ უნდა ლახავდეს 41-ე მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის მოვალეობებს.
9. დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები თანაბრად ანაზღაურებენ კომისიის წევრთა ყველა ხარჯს იმ ხართაღრიცხვის შესაბამისად, რომელსაც წარადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.
10. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, აანაზღაუროს კომისიის წევრთა ხარჯები, მანამ სანამ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად აანაზრაურებენ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 42. 1. a) თუ 41-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტისთვის გადაცემული რომელიმე საკითხი, დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებისათვის დამაკმაყოფილებლად არ გადაწყდება, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ მონაწილე სახელმწი
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის განმავლობაში
- ვადა სამი თვის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. 1. თუ სხვა წევრთა ერთსულოვანი მოსაზრებით, კომიტეტის რომელიმე წევრმა რაიმე მიზეზით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, გარდა დროებით არყოფნის მიზეზისა, კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ ატყობინებს გ
- მუხლი 34. 1. როდესაც 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდება ვაკანსია, და თუ შესაცვლელი წევრის უფლებამოსილების ვადა არ იწურება ამ ვაკანსიის გამოცხადებიდან ექვსი თვის მანძილზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენ
- მუხლი 37. 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის პირველ სხდომას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო დაწესებულებებში
- მუხლი 39. 1. კომიტეტი საკუთარი თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით. შეიძლება მათი ხელახლა არჩევა
- მუხლი 40. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას წარმოადგინონ მოხსენებები, წინამდებარ პაქტით აღიარებულ უფლებათა განხორციელებისათვის მათ მიერ მიღებული ზომების და პროგრესის შესახებ,
- მუხლი 41. 1. ამ მუხლის შესაბამისად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, რომ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ინფორმაცია, სადაც რომელიმე მონაწილე სახელმწიფო
- მუხლი 44. წინამდებარე პაქტის განხორციელების დებულებები გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ ადამიანის უფლებათა პროცედურებს, რომლებსაც ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მის სპეციალ
- მუხლი 46. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიადგეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა სხვადასხვა ო
- მუხლი 48. 1. წინამდებარე პაქტი ხელმოსაწერად ღიაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ან მისი ნებისმიერი სპეციალიზებული დაწესებულების წევრისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლ
- მუხლი 49. 1. წინამდებარე პაქტი ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ
- მუხლი 51. 1. წინამდებარე პაქტის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შემოთავაზება დაწარუდგინოს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შემოთავაზებულ შესწორ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 42. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-42/