a) თუ წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს წინამდებარე პაქტის დებულებებს, მას შეუძლია ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოს. ამ შეტყობინების მიღებიდან სამი თვის ვადაში მიმღებმა სახელმწიფომ წერილობით უნდა წარუდგინოს ასეთი შეტყობინების გამომგზავნ სახელმწიფოს განმარტება ან რაიმე სხვა განცხადება, სადაც განმარტებული იქნება ეს საკითხი, რომელიც შესაძლებლობის ან მიზანშეწონილობის ფარგლებში უნდა შეიცავდეს, მითითებას შიდა პროცედურებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფომ მიიღო, მიიღებს ან შეიძლება მიიღოს ამ საკითხზე;
b) თუ საკითხი ექვსი თვის ვადაში არ გადაწყდა ორივე დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოსთვის დამაკმაყოფილებლად მას შემდეგ, რაც მეორე სახელმწიფომ მიიღი პირველი შეტყობინება, თითოეულ ამ სახელმწიფოს უფლება აქვს ეს საკითხი გადასცეს კომიტეტს, ამასთან უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოს.
c) კომიტეტი მისთვის გადაცემულ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად მიღებული და ამოწურული იქნა ყველა ხელმისაწვდომი შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებები. ეს წესი არ მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როცა ამ საშუალებათა გამოყენება გაუმართლებლად ყოვნდება;
d) ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომას;
e) კომიტეტი (c) ქვეპუნქტის დებულებათა დაცით კეთილ სამსახურს უწევს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, რათა მეგობრულად გადაწყვიტონ საკითხი წინამდებარე პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე;
f) მის განსახილველად გადაცემულ ყველა საკითხზე კომიტეტმა (b) პუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს შეიძლება სთხოვოს წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია;
g) (b) პუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს უფლება აქვთ საკითხის განხილვისას წარმოდგენილი იყვნენ კომიტეტში და გააკეთონ წარდგინება ზეპირად ან წერილობით;
h) შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის ვადაში კომიტეტი (b) პუნქტის შესაბამისად წარადგენს მოხსენებას:
I) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტი თავის მოხსენებაში შემოიფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსით;
II) თუ გადაწყვეტილება (e) ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში მიღწეული არ არის, მაშინ კომიტეტი თავის მოხსენებაში იფარგლება ფაქტების მოკლე შინაარსით; მოხსენებას თან ერთვის დაინტრესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობითი წარდგინებანი და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერი. თითოეულ ამ საკითხზე მოხსენება ეგზავნება დაინტრესებულ მონაწილე სახელმწიფოებს.
2. ამ მუხლის დებულებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც წინამდებარე პაქტის მონაწილე ათი სახელმწიფო გააკეთებს განაცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ეს განცხადებები მონაწილე სახელმწიფოების მიერ დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელიც განცხადებების ასლებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. განცხადება შეიძლება უკან იქნას გაწეული ნებისმიერ დროს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გზით. ეს გაწვევა ხელს არ უნდა უშლიდეს რომელიმე საკითხის განხილვას, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული შეტყობინების საგანია. მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას, რომ განცხადება უკან წაიღეს, აღარ მიიღება მონაწილე სახელმწიფოს არავითარი შემდგომი შეტყობინება, თუ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს არ გაუკეთებია ახალი განცხადება
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 41. 1. ამ მუხლის შესაბამისად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს, რომ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ინფორმაცია, სადაც რომელიმე მონაწილე სახელმწიფო
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის ვადაში
- ვადა ექვსი თვის ვადაში
- ვადა თორმეტი თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 21. 1. ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია განაცხადოს ამ მუხლის მიხედვით, რომ იგი ცნობს კომიტეტის კომპეტენციას, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებანი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი მხარე-სახელმ
- მუხლი 17. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები მოხსენებებს წარმოადგენენ ეტაპობრივად, იმ პროგრამის შესაბამისად, რომელსაც ამ პაქტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური და სოციალური საბჭო შ
- მუხლი 16. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, პაქტის ამ ნაწილის შესაბამისად წარმოადგინონ მოხსენებები მათ მიერ გატარებული ღონისძიებებისა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც პაქტით
- მუხლი 2. 1. წინამდებარე პაქტის თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ დ ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმი
- მუხლი 15. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას:
- მუხლი 29. 1. წინამდებარე პაქტის ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შემოთავაზება და წარუდგინოს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. შემდეგ გენერალური მდივანი შემოთავაზებულ შესწო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. 1. კომიტეტის წევრებს აირჩევენ ოთხი წლის ვადით. მათ უფლება აქვთ ხელახლა იყვნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. თუმცა პირველ არჩევნებზე არჩეული ცხრა წევრის ვადა იწურება
- მუხლი 33. 1. თუ სხვა წევრთა ერთსულოვანი მოსაზრებით, კომიტეტის რომელიმე წევრმა რაიმე მიზეზით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, გარდა დროებით არყოფნის მიზეზისა, კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ ატყობინებს გ
- მუხლი 34. 1. როდესაც 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადდება ვაკანსია, და თუ შესაცვლელი წევრის უფლებამოსილების ვადა არ იწურება ამ ვაკანსიის გამოცხადებიდან ექვსი თვის მანძილზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენ
- მუხლი 37. 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის პირველ სხდომას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო დაწესებულებებში
- მუხლი 39. 1. კომიტეტი საკუთარი თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით. შეიძლება მათი ხელახლა არჩევა
- მუხლი 40. 1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას წარმოადგინონ მოხსენებები, წინამდებარ პაქტით აღიარებულ უფლებათა განხორციელებისათვის მათ მიერ მიღებული ზომების და პროგრესის შესახებ,
- მუხლი 42. 1. a) თუ 41-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტისთვის გადაცემული რომელიმე საკითხი, დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებისათვის დამაკმაყოფილებლად არ გადაწყდება, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ მონაწილე სახელმწი
- მუხლი 44. წინამდებარე პაქტის განხორციელების დებულებები გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ ადამიანის უფლებათა პროცედურებს, რომლებსაც ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მის სპეციალ
- მუხლი 46. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიადგეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა სხვადასხვა ო
- მუხლი 48. 1. წინამდებარე პაქტი ხელმოსაწერად ღიაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ან მისი ნებისმიერი სპეციალიზებული დაწესებულების წევრისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლ
- მუხლი 49. 1. წინამდებარე პაქტი ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 41. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-41/