2. მოხსენებებში შეიძლება გაკეთდეს მითითებები იმ ფაქტორებსა და სიძნელეებზე, რომლებიც წინამდებარე პაქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულების ხარისხზე ახდენს გავლენას.
3. თუ წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფომ შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ან რომელიმე სპეციალიზებულ დაწესებულებას წინასწარ გაუგზავნა, ამ ინფორმაციის გამეორება აუცილებლობას არ წარმოადგენს, საკმარისია აღნიშნულ ინფორმაციაზე ზუსტი მითითების გაკეთება