1. საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის სიცოცხლეს და რაც ოფიციალურად არის გამოცხადებული, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაუხვიონ პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მდგომარეობის სიმძაფრე, იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები შეუთავსებელი არ იქნება მათ მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან და არ მოიცავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
2. დაუშვებელია ამ მუხლის მიხედვით მე-6, მე-7, მე-8 (1 და2 პუნქტები), მე-11, მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების შეზღუდვა.
3. წინამდებარე პაქტის თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, რომელიც იყენებს შეზღუდვის უფლებას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს წინამდებარე პაქტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს, თუ რომელი დებულებები შეზღუდა და შეზღუდვის მიზეზები. ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის საშუალებით უნდა შეატყობინოს ასეთი შეზღუდვის შეწყვეტის თარიღი.
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 4
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 4. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-4/