2. არავინ უნდა იმყოფებოდეს დამონებულ მდგომარეობაში.
3. a) არავინ უნდა აიძულონ ასრულებდეს იძულებით ან სავალდებულო სამუშაოს;
b) ამ მუხლის 3(a) პარაგრაფი არ უნდა იქნეს გაგებული როგორც აკრძალვა, იმ ქვეყნებისთვის, სადაც დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეიძლება გამოტანილ იქნეს თავისუფლების აღკვეთა კატორღული სამუშაოებით. ასეთი განაჩენი გამოტანილ უნდა იქნას კომპეტენტური სასამართლოს მიერ;
c) ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო შრომა“ არ მოიცავს:
I) ნებისმიერ სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც ნახსენები არ არის (b) ქვეპუნქტში და რომელიც, როგორც წესი, უნდა შეასრულოს სასამართლოს კანონიერი განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში მყოფმა, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითად გათავისუფლებულმა პირმა.
II) სამხედრო სამსახურს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც რწმენის საფუძველზე აღიარებულია სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესაძლებლობა, ნებისმიერი სამოქალაქო სამსახური, რომელიც მოეთხოვება ასეთ პირობებს;
III) ნებისმიერ სამსახურს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის ან უბედურების დრს, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების სიცოცხლესა და კეთილდღეობას;
IV) ნებისმიერ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც წარმოადგენს ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობების ნაწილს