2. თითოეულ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
3. თითოეულ პირს უფლება აქვს მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი, სრული თანასწორობის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გარანტიები:
a) სასწრაფო წესით და დაწვრილებით მისთვის გასაგებ ენაზე განემარტოს მისთვის წაყენებული ბრალდების ხასიათი და საფუძველი;
b) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს;
c) გაასამართლონ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე;
d) გაასამართლონ მისი თანდასწრებით და დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის საშუალებით; თუ არ ჰყავს დამცველი, შეატყობინოს ასეთი უფლების შესახებ და ჰყავდეს მისთვის დანიშნული დამცველი ყველა შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, რიგ შემთხვევებში უსასყიდლოდ როცა არა აქვს დამცველის ასანაზღაურებლად საკმარისი სახსრები;
e) დაიკითხონ მოწმეები, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას, ან ჰქონდეს უფლება, რომ ეს მოწმეები სხვამ დაკითხოს, ასევე გამოიძახონ და დაკითხონ მისი მოწმენი იმავე პირობით, როგორც მის წინააღმდეგ გამოსული მოწმეები;
f) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით თუ არ ესმის სამართალწარმოების ენა;
g) არავინ აიძულოს, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი სცნოს დამნაშავედ.
4. არასრულწლოვანთა მიმართ პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ გათვალისწინებულ იქნას მათი ასაკი და მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობის სურვილი.
5. თითოეულ მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, მისი ბრალდება და განაჩენი კანონის შესაბამისად გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლომ.
6. თუ რომელიმე პირს საბოლოო გადაწყვეტილებით მსჯავრი დასდეს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გაუქმდა ან იგი იქნა შეწყალებული ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, რომლებიც უცილობლად ამტკიცებს, სასამართლო შეცდომას, მაშინ ასეთი მსჯავრდადების შედეგად, დასჯილ პირს უნდა მიეცეს კომპენსაცია კანონის შესაბამისად, თუ არ დამტკიცდა, რომ აღნიშნული უცნობი გარემოება თავის დროზე ვერ აღმოაჩინეს მისი ან ნაწილობრივ მისი მიზეზით.
7. არავინ შეიძლება მეორედ გაასამართლონ ან დასაჯონ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე იყო საბოლოოდ მსჯავრდადებული ან გამართლებული რომელიმე ქვეყნის კანონისა და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 14. 1. ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. 1. თითოეულ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის განუყოფელი უფლება. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის შეიძლება თვითნებურად წაერთვას სიცოცხლე
- მუხლი 8. 1. არავინ უნდა იმყოფებოდეს მონობაში, აკრძალულია მონობა და მონათვაჭრობა, მისი ყველა გამოვლინების ფორმით
- მუხლი 9. 1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ არ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას ან დაპატიმრებას. არავის არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა კანონით გათვალისწ
- მუხლი 10. 1. ყველა თავისუფლება აღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას
- მუხლი 12. 1. თითოეულ პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს ამ ტერიტორიის ფარგლებში თავისუფლად გადაადგილების და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება
- მუხლი 13. უცხოელი, რომელიც კანონიერად იმყოფება წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება გააძევონ მხოლოდ კანონის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად და თუ მას უფლება
- მუხლი 15. 1. არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მოქმედების ან დაუდევრობის შედეგად, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ
- მუხლი 18. 1. თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის
- მუხლი 19. 1. თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის შეუფერხებლად გამოხატვის უფლება;
- მუხლი 21. მშვიდობიანი შეკრებების უფლება აღიარებულია. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო, თუ საზოგადოებ
- მუხლი 22. 1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის უფლება, მათ შორის უფლება თავისი ინტერესების დასაცავად შექმნას და შევიდეს პროფესიულ კავშირებში
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 14. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-14/