1. არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მოქმედების ან დაუდევრობის შედეგად, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე დაუშვებელია უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება, ვიდრე ის, რომელიც უნდა გამოეყენებინათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომენტში. თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონით დადგენილი უფრო მსუბუქი სასჯელი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ დამნაშავეზეც.
2. ამ მუხლში არაფერი არ უნდა უშლიდეს ხელს, პირის სასამართლოსთვის გადაცემას ან დასჯას იმ მოქმედების თუ დაუდევრობისათვის, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად ჩადენის მომენტში წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს.
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 15
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 15. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-15/