მუხლი 3🔗

წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ჩადენილია ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, სავარაუდოდ დამნაშავე და დაზარალებულები არიან ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, სავარაუდო დამნაშავე ნაპოვნია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არცერთ სხვა ქვეყანას არა აქვს საფუძველი, წინამდებარე კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განახორციელოს თავისი იურისდიქცია, რაც არ გამორიცხავს სათანადო ვითარებაში ამ შემთხვევების მიმართ მე-10 -15 მუხლების გამოყენება