1. წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სავარაუდო დამნაშავე, იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება მე-6 მუხლი, თუ ის არ აპირებს ამ პირის გადაცემას, ვალდებულია ნებისმიერი გამონაკლისისა და იმის მიუხედავად, ჩადენილი იქნა თუ არა ეს დანაშაული მის ტერიტორიაზე, გადასცეს საქმე უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე თავის კომპეტენტურ ინსტანციებს განსჯისათვის, ამ სახელმწიფოს კანონების შესაბამისად. ამ ინსტანციებმა უნდა მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მძიმე ხასიათის დანაშაულის შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს კანონის შესაბამისად.

2. თითოეულ იმ შემთხვევაში, როდესაც წევრი-სახელმწიფოს თავისი შიდა კანონმდებლობის თანახმად აქვს უფლება გადასცეს ან სხვაგვარად გადააბაროს ერთ-ერთი თავისი მოქალაქეთაგანი, იმ პირობით, რომ ეს პიროვნება დაბრუნებული იქნება ამ სახელმწიფოსათვის სასჯელის მოსახდელად იმ სასამართლო განხილვის შემდგომ, რომლისთვისაც გამიზნული იყო გადაცემა, და როდესაც ეს სახელმწიფო და სახელმწიფო, რომელიც მოითხოვდა ამ პიროვნების გადაცემას, ეთანხმებიან ამ და სხვა პირობებს, რომლებიც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ასეთი პირობა-დათქმული გადაცემა ან გადაბარება იქნება საკმარისი წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში ნახსენები ვალდებულებების შესასრულებლად.