a) სიკვდილის ან სხეულის სერიოზული დაზიანების გამოწვევის მიზნით; ან

b) ასეთი ადგილის, ობიექტის ან სისტემის მნიშვნელოვანი ნგრევის გამოწვევის მიზნით, თუ ასეთ ნგრევას მოჰყვება ან შესაძლოა მოჰყვეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი.

2. ნებისმიერი პირი ასევე ჩადის დანაშაულს, თუკი ის ცდილობს ჩაიდინოს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაული.

3. ნებისმიერი პირი ასევე ჩაიდენს დანაშაულს, თუკი ეს პირი:

a) მოქმედებს როგორც თანამონაწილე 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას; ან

b) ორგანიზებას უწევს სხვებს ან ხელმძღვანელობს მათ 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით; ან

c) სხვაგვარად ხელს უწყობს 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი დანაშაულის ჩადენას საერთო მიზნით მოქმედი პირთა ჯგუფის მიერ; ასეთი ხელშეწყობა უნდა ხორციელდებოდეს განზრახ და ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედებების ან მიზნის ხელშეწყობის მიზნით ან ცნობილი უნდა იყოს ჯგუფის განზრახვა ჩაიდინოს შესაბამისი დანაშაული ან დანაშაულებებ