a) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან

b) დანაშაული ჩადენილია დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ამ სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის ან ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით დარეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე; ან

c) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქის მიერ.

2. წევრ-სახელმწიფოს ასევე შეუძლია განახორციელოს თავისი იურისდიქცია ასეთ დანაშაულზე, როდესაც;

a) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქის წინააღმდეგ; ან

b) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა არსებული სახელმწიფო ან სამთავრობო ობიექტის წინააღმდეგ, საელჩოს ან ამ სახელმწიფოს სხვა დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობის ჩათვლით; ან

c) დანაშაული ჩადენილია მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან

d) დანაშაული ჩადენილია, რათა ეს სახელმწიფო იძულებული ყოფილიყო განეხორციელებინა რაიმე ქმედება ან თავი შეეკავებინა ამ ქმედებისაგან; ან

e) დანაშაული ჩადენილია ამ სახელმწიფოს მთავრობის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე.

3. წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას, ყოველი წევრი-სახელმწიფო ატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მე-2 მუხლის მიხედვით და საკუთარი კანონმდებლობის თანახმად განხორციელებული იურისდიქციის შესახებ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი წევრი-სახელმწიფო დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ გენერალურ მდივანს.

4. ყოველი წევრი-სახელმწიფო ანალოგიურად ღებულობს აუცილებელ ზომებს საკუთარი იურისდიქციის განხორციელებისათვის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და ის არ ახდენს მის გადაცემას სხვა წევრი-სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც განახორციელეს თავიანთი იურისდიქცია 1-ლი ან მე-2 მუხლების თანახმად.

5. წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს ნებისმიერი სისხლის სამართლის იურისდიქციის განხორციელებას წევრი-სახელმწიფოს მიერ მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისა