2. დარწმუნდება რა, რომ ამას მოითხოვს გარემოებები, წევრი-სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, ღებულობს შესაბამის ზომებს თავისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით, რათა უზრუნველყოს ამ პირის ყოფნა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების ან გადაცემის მიზნით.

3. ნებისმიერ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ეძლევა უფლება:

a) დაუკავშირდეს იმ სახელმწიფოს უახლოეს წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც ის არის, ან იმ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვაგვარად აქვს უფლება დაიცვას ამ პირის უფლებები, ან, თუ ამ პირს არ გააჩნია მოქალაქეობა, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობას, რომლის ტერიტორიაზეც ის მუდმივად ცხოვრობს;

b) მონახულებულ იქნეს ამ სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ;

c) მიაწოდოს ამ პირს ინფორმაცია a და b ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

4. მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები უნდა განხორციელდეს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დამნაშავე ან სავარაუდო დამნაშავე, იმ პირობით, რომ აღნიშნული კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას სრულად მიღწეულ იქნეს ის მიზანი, რომლისთვისაც გამიზნულია მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები.

5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ზღუდავენ წევრი-სახელმწიფოს უფლებას, რომელიც მოითხოვს იურისდიქციის განხორციელებას მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის c ქვეპუნქტის ან მე-2 პუნქტის c ქვეპუნქტის თანახმად, მოიწვიოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სავარაუდო დამნაშავის მოსანახულებლად ან მასთან კავშირის დასამყარებლად.

6. როდესაც წევრი-სახელმწიფო, წინამდებარე მუხლის თანახმად, დააპატიმრებს პირს, ის ატყობინებს, უშუალოდ ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, წევრ-სახელმწიფოებს, რომლებმაც განახორციელეს თავიანთი იურისდიქცია მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად და, თუ ის ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყველა სხვა დაინტერესებულ წევრ-სახელმწიფოს, ასეთი პიროვნების დაკავების ფაქტის შესახებ იმ გარემოებების ჩათვლით, რომლებმაც განაპირობეს ამ პირის დაკავება. სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ გამოძიებას, დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულ წევრ-სახელმწიფოებს თავისი დასკვნების შესახებ და მიუთითებს, აპირებს თუ არა ის განახორციელოს იურისდიქცი