2. თუ წევრი-სახელმწიფო, რომელიც განიხილავს სამართალდარღვევას როგორც ექსტრადირებადს, არსებული შეთანხმების საფუძველზე, იღებს თხოვნას გადაცემის თაობაზე სხვა წევრი-სახელმწიფოსაგან, რომელთანაც არ გააჩნია შეთანხმება გადაცემის შესახებ, მას სურვილისამებრ შეუძლია განიხილოს წინამდებარე კონვენცია როგორც სამართლებრივი საფუძველი ასეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ექსტრადირებისათვის. ექსტრადირებაზე გავრცელდება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობები.

3. წევრი-სახელმწიფოები, რომლებიც სავალდებულოდ არ მიიჩნევენ შეთანხმების არსებობას დამნაშავეთა გადასაცემად, განიხილავენ ასეთ სამართალდარღვევებს როგორც ექსტრადირებადს ერთმანეთს შორის. თხოვნის მიმღები სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის პირობების მიხედვით.

4. წევრ-სახელმწიფოთა შორის დამნაშავეთა გადაცემის უზრუნველსაყოფად, ყოველი ასეთი დანაშაული, უნდა განიხილებოდეს როგორც დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა არა მხოლოდ მისი ჩადენის ადგილას, არამედ იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზეც, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ თავიანთი იურისდიქცია მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისა