2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ.

3. ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ყველა სახელმწიფოს მიერ მიერთებისათვის.

4.

a) წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ხელმოწერისა ან მიერთებისათვის ინტეგრაციული ან სხვა ხასიათის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონალური ორგანიზაციების მიერ, იმ პირობით, რომ ასეთი ორგანიზაცია შედგება დამოუკიდებელი სახელმწიფოებისაგან და აქვს მოლაპარაკებების გამართვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებში საერთაშორისო შეთანხმების გამოყენების კომპეტენცია;

b) იმ საკითხებში, რომლებიც შედის მათ კომპეტენციაში, ეს ორგანიზაციები, საკუთარი სახელით, სარგებლობენ უფლებებით და ასრულებენ ვალდებულებებს, რომლებიც წინამდებარე კონვენციით ეკისრებათ წევრ-სახელმწიფოებს;

c) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ გახდომისას ეს ორგანიზაცია მიმართავს დეპოზიტარს განცხადებით, რომელშიც მითითებული იქნება თუ რომელი სახელმწიფოები არიან ამ ორგანიზაციის წევრები და წინამდებარე კონვენციის რომელი მუხლები არ შეეხება მას;

d) ასეთ ორგანიზაციას არ ექნება თავისი ხმა, გარდა მისი წევრი სახელმწიფოების ხმებისა.

5. დოკუმენტები რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ დეპოზიტირდება დეპოზიტართა