1. ,,სახელმწიფო ან სამთავრობო ობიექტი” ნიშნავს დროებით ან მუდმივ ობიექტს ან სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გამოიყენება სახელმწიფოს წარმომადგენლის, მთავრობის წევრის, საკანონმდებლო ან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფოს ან სხვა საჯარო ორგანოს ან დაწესებულების ოფიციალური პირის ან თანამშრომლის, ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლის ან ოფიციალური პირის მიერ მისი ოფიციალური მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.

2. ,,ინფრასტრუქტურის ობიექტი” ნიშნავს საჯარო ან კერძო საკუთრებაში მყოფ ობიექტს, რომელიც გამოიყენება მოსახლეობის უზრუნველყოფის მიზნით ისეთი მომსახურებით, როგორიცაა წყლით მომარაგება, კანალიზაცია, ენერგომომარაგება, საწვავით მომარაგება და კავშირგაბმულობა.

3. ,,ფეთქებადი ან სხვა სასიკვდილო მოწყობილობა” ნიშნავს:

a) ფეთქებად ან ცეცხლგამჩენ იარაღს ან მოწყობილობას, რომელიც გამიზნულია ან აქვს უნარი გამოიწვიოს სიკვდილი, სხეულის სერიოზული დაზიანება ან მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი; ან

b) იარაღს ან მოწყობილობას, რომელიც გამიზნულია ან აქვს უნარი გამოიწვიოს სიკვდილი, სხეულის სერიოზული დაზიანება ან მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ტოქსიკურ ქიმიური ნივთიერების, ბიოლოგიური აგენტის ან ტოქსინის ან მსგავსი ნივთიერების, ან რადიაციის ან რადიოაქტიური ნივთიერების გამოთავისუფლების გაფანტვის ან ზემოქმედების გზით.

4. ,,სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები” ნიშნავს სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ორგანიზებული, გაწვრთნილი ან აღჭურვილნი არიან მისი შიდა კანონმდებლობის მიხედვით პირველ რიგში ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისათვის, და პირებს, რომლებიც მოქმედებენ ამ შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, იმყოფებიან რა მათი ოფიციალური მეთაურობის, კონტროლისა და პასუხისმგებლობის ქვეშ.

5. ,,საჯარო დანიშნულების ადგილი” ნიშნავს ნებისმიერი შენობის, მიწის, ქუჩის, წყალზედა გზის ან სხვა ადგილის იმ ნაწილებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ან გახსნილია საჯაროდ, მუდმივად, პერიოდულად თუ დროდადრო, და შეიცავს კომერციულ, საქმიან, კულტურულ, ისტორიულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ, სამთავრობო, გასართობ, დასასვენებელ ან მსგავს ობიექტს, რომელიც ხელმისაწვდომია ან გახსნილია საჯაროდ.

6. ,,საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა” ნიშნავს საჯარო ან კერძო საკუთრებაში მყოფ ყველა იმ ობიექტს, სატრანსპორტო საშუალებას, ან დამხმარე ელემენტებს, რომელიც გამოიყენება იმ საჯარო მომსახურებისას ან მომსახურებისათვის, როგორიცაა მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირებ