(a) როდესაც დანაშაულები ჩადენილია მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე, ან მოცემულ სახელმწიფოში რეგისტრირებული გემის ან საფრენი აპარატის ბორტზე;
(b) როდესაც სავარაუდო დამნაშავე მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა;
(c) როდესაც მსხვერპლი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა, თუკი მოცემული სახელმწიფო ამას მიზანშეწონილად ჩათვლის.
2. თითოეული მხარე-სახელმწიფო ანალოგიურად ღებულობს იმგვარ ზომებს, როგორიც აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს, საკუთარი იურისდიქციის დასამყარებლად ამგვარ დანაშაულებზე იმ შემთხვევებში, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ რომელიმე ტერიტორიაზე და იგი არ ახდენს მის ექსტრადაციას მე-8 მუხლის მიხედვით რომელიმე სახელმწიფოში, რომელიც ამ მუხლის 1-ლ პუნქტშია მოხსენიებული.
3. ეს კონვენცია არ გამორიცხავს რომელიმე სისხლის სამართლებრივ იურისდიქციას, განხორციელებულს შიდა კანონმდებლობის თანახმად