2. ამგვარი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აწარმოებს ფაქტების წინასწარ გამოძიებას.
3. ნებისმიერ პირს, პატიმრობაში მყოფს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, დახმარება აღმოეჩინება კონტაქტის დაუყოვნებლივ დამყარებაში უახლოეს შესაბამის წარმომადგენელთან იმ სახელწიფოსი, რომლის მოქალაქეც იგი არის, ან, თუ იგი მოქალაქეობის არმქონე პირია, იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, რომელშიც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს.
4. როდესაც სახელმწიფოს, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პირი პატიმრობაში აჰყავს, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში მოხსენიებულ სახელმწიფოებს იმ ფაქტის შესახებ, რომ ამგვარი პირი პატიმრობაში იმყოფება, და იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მის დაკავებას ამართლებს. სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ წინასწარ გამოძიებას, დაუყოვნებლივ ატყობინებს მის მიერ მოპოვებული მონაცემების თაობაზე ხსენებულ სახელმწიფოებს და მიუთითებს, აპირებს თუ არა იგი იურისდიქციის განხორციელებას