1. არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება („refouler”) ან ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში, როდესაც არსებობს სერიოზული საფუძველი იმის საფიქრალად, რომ იქ მის მიმართ წამება შეიძლება იქნეს გამოყენებული.
2. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი, კომპეტენტური ორგანოები მხედველობაში იღებენ საქმესთან კავშირის მქონე ყველა გარემოებას, მათ შორის, როდესაც ეს მიზანშეწონილია, მოცემულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა უხეში, აღმაშფოთებელი ან მასობრივი დარღვევების მუდმივი პრაქტიკის არსებობას.
მუხლი 3
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8
- მუხლი 18. არასრულწლოვანის გაძევება
- მუხლი 86. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
- მუხლი 18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები
- მუხლი 31¹. უცხოელის საქართველოდან გაძევება
- მუხლი 39. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 3. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1222504/muxli-3/