a) იმ გემის წინააღმდეგ ან იმ გემის ბორტზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის დაცურავდა ამ სახელმწიფოს დროშის ქვეშ; ან

b) ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მისი ტერიტორიული წყლების ჩათვლით; ან

c) ამ სახელმწიფოს მოქალაქის მიერ.

2. წევრ-სახელმწიფოს ასევე შეუძლია განახორციელოს თავისი იურისდიქცია ასეთ დანაშაულზე, როდესაც:

a) დანაშაული ჩადენილია მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან

b) დანაშაულის ჩადენისას იქნა დატყვევებული, იმყოფებოდა მუქარის ქვეშ, დაიჭრა ან მოკლულ იქნა ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან

c) ეს დანაშაული ჩადენილ იქნა რათა ეს სახელმწიფო იძულებული ყოფილიყო განეხორციელებინა რაიმე ქმედება ან თავი შეეკავებინა მისგან.

3. ნებისმიერი წევრი-სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა მე-2 პუნქტში ნახსენები იურისდიქცია, ატყობინებს ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს (შემდგომში - გენერალური მდივანი). თუ ეს წევრი-სახელმწიფო შემდგომში გააუქმებს ამ იურისდიქციას, ის ამის შესახებ ატყობინებს გენერალურ მდივანს.

4. ყოველი წევრი-სახელწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე თავისი იურისდიქციის განსახორციელებლად, იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და არ გადასცემს მას სხვა ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, რომლებმაც განახორციელეს თავისი იურისდიქცია წინამდებარე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად.

5. წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს ნებისმიერ სისხლის სამართლის იურისდიქციას, რომელიც განხორციელდება ეროვნული კანონმდებლობის თანახმა