a) ხელში იგდებს გემს, ან ახორციელებს მასზე კონტროლს ძალის გამოყენებით, ძალის მუქარით ან დაშინების ნებისმიერი სხვა სახით; ან

b) ახორციელებს ძალადობის აქტს გემის ბორტზე მყოფი პირის წინააღმდეგ, თუ ამ აქტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ გემის უსაფრთხო ნაოსნობას; ან

c) ანადგურებს გემს, ან აზიანებს გემს ან მის ტვირთს, თუ ამ დაზიანებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ გემის უსაფრთხო ნაოსნობას; ან

d) განათავსებს ან მოქმედებს, რათა განათავსოს გემის ბორტზე ნებისმიერი გზით, მოწყობილობა ან ნივთიერება, რომელმაც შეიძლება გაანადგუროს გემი, ან ზიანი მიაყენოს გემს ან მის ტვირთს, თუ ეს ზიანი საფრთხეს უქმნის, ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ გემის უსაფრთხო ნაოსნობას; ან

e) ანადგურებს ან სერიოზულად აზიანებს საზღვაო სანავიგაციო დანადგარებს, ან სერიოზულად ხელს უშლის მათ ფუნქციონირებას, თუკი ნებისმიერმა ასეთმა აქტებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას გემის უსაფრთხო ნაოსნობას; ან

f) განზრახ ატყობინებს ცრუ ინფორმაციას და ამით საფრთხეს უქმნის გემის უსაფრთხო ნაოსნობას; ან

g) აზიანებს ან კლავს პირს a)-f) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენისას ან ჩადენის მცდელობისას.

2. ნებისმიერი პირი ასევე ჩაიდენს დანაშაულს, თუ ეს პირი:

a) ცდილობს ჩაიდინოს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაული; ან

b) აქეზებს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისაკენ, რომელიც ჩადენილია ნებისმიერი პირის მიერ, ან სხვაგვარად არის იმ პირის თანამონაწილე, რომელიც ჩაიდენს ასეთ დანაშაულს; ან

c) იმუქრება პირობით ან პირობის გარეშე, როგორც ეს გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით, რათა აიძულოს ფიზიკური ან იურიდიული პირი განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს მისგან, ჩაიდინოს 1-ლი პუნქტის b, c და e ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაული, თუკი ამ მუქარამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოცემული გემის უსაფრთხო ნაოსნობა