წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც აუცილებელია ამ დირექტივის შესასრულებლად, მისი ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 12 თვისა. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

როცა წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აღნიშნულ ზომებს, ისინი უნდა შეიცავდეს მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ასეთი მითითება.