თავი 6

მომსახურების ხარისხი

მე-16 მუხლი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მომსახურების ხარისხის სტანდარტების დადგენა და გამოქვეყნება უნივერსალურ მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველყონ კარგი ხარისხის საფოსტო მომსახურება.

ხარისხის სტანდარტები, განსაკუთრებით, ორიენტირებულია მარშრუტიზაციის დროზე, აგრეთვე მომსახურების რეგულარულობაზე და საიმედოობაზე.

ამ სტანდარტებს განსაზღვრავს:

- წევრი სახელმწიფო, ეროვნული სერვისების შემთხვევაში,- ევროპარლამენტი და საბჭო ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების შემთხვევაში (იხ. დანართი). ამ სტანდარტების სამომავლო კორექტირება ტექნიკური პროგრესის ან ბაზრის განვითარების შესაბამისად ხორციელდება 21-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად.

საქმიანობის დამოუკიდებელი მონიტორინგი ხორციელდება წელიწადში ერთხელ მაინც, გარეშე ორგანოების მიერ, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებთან, სტანდარტიზებულ პირობებში, რომლებიც მითითებული იქნება 21-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, და ექვემდებარება ანგარიშის გამოქვეყნებას სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

მე-17 მუხლი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ ეროვნული ფოსტის ხარისხის სტანდარტები და უზრუნველყონ მათი თავსებადობა ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურებასთან.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას თავიანთი ეროვნული მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ, რომელიც გამოაქვეყნებს მათ იგივე მეთოდით, როგორც მე-18 მუხლში მოხსენიებული ევროგაერთიანების შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების სტანდარტებია გამოქვეყნებული.

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უზრუნველყოფენ შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის ჩატარებას მე-16 მუხლის მეოთხე ქვეაბზაცის შესაბამისად, რათა შედეგები დასაბუთებული იყოს და საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნეს მაკორექტირებელი ქმედებები.

მე-18 მუხლი

1. მე-16 მუხლის თანახმად, თანამეგობრობის შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების ხარისხის სტანდარტები გათვალისწინებულია დანართში.

2. თუ ამას მოითხოვს განსაკუთრებული სიტუაციები, დაკავშირებული ინფრასტრუქტურასთან ან გეოგრაფიასთან, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება განსაზღვროს გამონაკლისები დანართში მოცემული ხარისხის სტანდარტებისგან. თუ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები ამ ფორმით განსაზღვრავენ გამონაკლისებს, ისინი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებენ კომისიას. კომისია ინფორმირების მიზნით წარუდგენს 21-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ კომიტეტს წინა 12 თვის განმავლობაში მიღებული შეტყობინებების ყოველწლიურ ანგარიშს.

3. კომისია თანამეგობრობის შიდა ტრანსსასაზღვრო მომსახურების ხარისხის სტანდარტების ნებისმიერ ცვლილებას გამოაქვეყნებს ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში და მიიღებს ზომებს, რათა უზრუნველყოს რეგულარული დამოუკიდებელი მონიტორინგი და შესრულების დონის გამოქვეყნება, რომელიც დაადასტურებს ამ სტანდარტების დაცვას და მიღწეულ პროგრესს. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უზრუნველყოფენ მაკორექტირებელი ზომების მიღებას საჭიროების შემთხვევაშ