1. ევროპარლამენტი და საბჭო კომისიის წინადადების და დამფუძნებელი ხელშეკრულების 57(2)-ე, 66-ე და 100ა მუხლების საფუძველზე მიიღებენ ზომებს მე-9 მუხლში მითითებული პროცედურების ჰარმონიზაციისთვის, რომლებიც არეგულირებს საზოგადოებისთვის დაუჯავშნავი საფოსტო მომსახურების მიწოდებას კომერციულ საწყისებზე.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ჰარმონიზაციის ღონისძიებები ეხება, კერძოდ, საფოსტო ოპერატორის მიერ კრიტერიუმების და პროცედურების დაცვას, ამ კრიტერიუმებისა და პროცედურების გამოქვეყნების წესს, აგრეთვე გასაჩივრების პროცედურებს.