- ტერმინალის გადასახადი განისაზღვრება შემომავალი ტრანსსასაზღვრო ფოსტის დამუშავებისა და მიწოდების ხარჯების გათვალისწინებით,- ანაზღაურების დონე დაკავშირებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების ხარისხთან,- ტერმინალის გადასახადი გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული უნდა იყოს.
2. ამ პრინციპების განხორციელება შეიძლება მოიცავდეს გარდამავალ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საფოსტო ბაზრების გაუმართლებელი შეფერხებების ან ეკონომიკური ოპერატორებისთვის არახელსაყრელი შედეგების თავიდან აცილებას, იმ პირობით თუ მიმწოდებელ და მიმღებ ოპერატორებს შორის არსებობს შეთანხმება; ამასთან, ასეთი შეთანხმებები იმ მინიმუმამდე უნდა შეიზღუდოს, რაც ამ მიზნების მისაღწევად არის საჭირ