სტანდარტიზაციის ევროპულ კომიტეტს უნდა დაევალოს საფოსტო სექტორში მოქმედი ტექნიკური სტანდარტების შემუშავება, მისთვის საბჭოს 1983 წლის 28 მარტის დირექტივით 83/189/EEC განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე, რომელიც ადგენს ინფორმაციის მიწოდების პროცედურას ტექნიკური სტანდარტებისა და რეგულირების სფეროში([8]).

ეს სამუშაო უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო დონეზე მიღებულ ჰარმონიზაციის ზომებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც დამტკიცებულია მსოფლიო საფოსტო კავშირის ფარგლებში.

მოქმედი სტანდარტები ქვეყნდება ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში წელიწადში ერთხელ.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა მიმართონ ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტანდარტებს, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით და განსაკუთრებით, როდესაც ისინი აწვდიან მე-6 მუხლში მითითებულ ინფორმაციას.

21-ე მუხლით გათვალისწინებული კომიტეტი ინფორმირებული უნდა იყოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის განხილვებისა და ამ ორგანოს მიერ ამ სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ.

თავი 8

კომიტე