მე-7(3) მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად. ამ დირექტივის ძალაში შესვლიდან სამი წლის შემდეგ, და ნებისმიერ შემთხვევაში, არაუგვიანეს 2000 წლის 31 დეკემბრისა, კომისია წარუდგენს ანგარიშს ევროპარლამენტსა და საბჭოს ამ დირექტივის გამოყენების შესახებ, მათ შორის შესაბამის ინფორმაციას სექტორში განვითარებული მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით ეკონომიკურ, სოციალურ, დასაქმებასა და ტექნოლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით, ასევე მომსახურების ხარისხზე.

მოხსენებას, საჭიროების შემთხვევაში, თან დაერთვება ევროპარლამენტისა და საბჭოს წინადადებები.