1. კომისიას დახმარებას გაუწევს „კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტი", რომლის ჩამოყალიბებაც მოხდება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვრის რეგულაციის (EC) No 178/2002 58-ე მუხლის თანახმად, რომელიც ადგენს სურსათის შესახებ კანონის ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, აფუძნებს ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოს და ადგენს პროცედურებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით.15
2. თუ მითითება კეთდება ამ აბზაცზე, ვრცელდება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები. გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით დადგენილი პერიოდი განისაზღვრება სამი თვით.
3. თუ მითითება კეთდება ამ აბზაცზე, ვრცელდება გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები. გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით დადგენილი პერიოდი განისაზღვრება 15 დღით.