ამ ოქმის მე-5 მუხლის შესაბამისად დადებული თითოეული შეთანხმება, ევროკავშირის ძირითად ბიუჯეტთან დაკავშირებული ფინანსური წესების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 25 ოქტომბრის N966/2012 რეგულაციის (ევროკავშირი, ევრატომი), რომელმაც გააუქმა საბჭოს N1605/2002 რეგულაცია (ევროკავშირი, ევრატომი), თანახმად,  უნდა ითვალისწინებდეს, რომ ფინანსური კონტროლი ან აუდიტი ან სხვა სახის შემოწმებები, ადმინისტრაციული გამოძიებების ჩათვლით, ჩატარდება  ევროკომისიის, აუდიტორთა სასამართლოს და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ოფისის მიერ ან მათი უფლებამოსილების ქვეშ.

დეტალურად უნდა გაიწეროს დებულებები ფინანსური კონტროლისა და აუდიტის, ადმინისტრაციული ზომების, ჯარიმებისა და ანაზღაურების შესახებ, რომელიც ევროკომისიას, აუდიტორთა სასამართლოს და ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ოფისს მისცემს იგივე უფლებამოსილებას, რაც მათ მინიჭებული აქვთ ევროკავშირში არსებულ ბენეფიციარებთან ან კონტრაქტორებთან მიმართებით.