ოქმი IV

განმარტებები

ამ შეთანხმების მიზნებისთვის,1.     “დარღვევა” ნიშნავს ევროკავშირის სამართლის, ამ შეთანხმების ან შემდგომში გაფორმებული შეთანხმებებისა და კონტრაქტების დებულებების ნებისმიერ დარღვევას, რომელიც გამოწვეულია ეკონომიკური ოპერატორის მოქმედებით ან უმოქმედობით, რომელიც ზიანს მიაყენებდა ან მიაყენა ევროკავშირის საერთო ბიუჯეტს ან ევროკავშირის მიერ მართულ ბიუჯეტებს, ან შემოსავლის შემცირების ან დაკარგვის სახით, რომელიც მიიღება საკუთარი რესურსებიდან და მისი შეგროვება ხდება პირდაპირ ევროკავშირის სახელით, ან გაუმართლებელი დანახარჯების სახით.

2.    “თაღლითობა” ნიშნავს

(a)    დანახარჯებთან მიმართებით, ნებისმიერ განზრახ ქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც დაკავშირებულია:

-         ყალბი, არასწორი ან არასრული ანგარიშების ან დოკუმენტების გამოყენებასთან ან მათ წარდგენასთან, რომელიც იწვევს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ან ევროკავშირის მიერ ან მისი სახელით მართული ბიუჯეტების ფულადი სახსრების უკანონო მითვისებას ან უკანონო დაკავებას;

-         ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასთან კონკრეტული ვალდებულების დარღვევით, ანალოგიური შედეგით, რაც აღწერილია ამ მუხლის პირველ პუნქტში;

-         ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები ფულადი სახსრების უკანონო მითვისებასთან სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლისთვისაც აღნიშნული ფულადი სახსრები იქნა გაცემული;

(b)   შემოსავალთან მიმართებით, ნებისმიერ განზრახ ქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც დაკავშირებულია:

-         ყალბი, არასწორი ან არასრული ანგარიშების ან დოკუმენტების გამოყენებასთან ან მათ წარდგენასთან, რომელიც იწვევს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ან ევროკავშირის მიერ ან მისი სახელით მართული ბიუჯეტების რესურსების უკანონო შემცირებას;

-         ინფორმაციის გაუმჟღავნელობასთან კონკრეტული ვალდებულების დარღვევით, ანალოგიური შედეგით, რაც აღწერილია ამ მუხლის პირველ პუნქტში;

-         კანონიერად მიღებული სარგებლის უკანონო მითვისებასთან, ანალოგიური შედეგით, რაც აღწერილია ამ მუხლის პირველ პუნქტში.

3.            “აქტიური კორუფცია” ნიშნავს მიზანმიმართულად მიცემულ რაიმე სახის დაპირებას ან რაიმეს გაცემას, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, ნებისმიერი სახის უპირატესობას საკუთრივ ნებისმიერი თანამდებობის პირისათვის ან მესამე მხარისათვის, რომ მან  იმოქმედოს ან არ იმოქმედოს თავისი მოვალეობების შესაბამისად ან თავი აარიდოს მისი ფუნქციების შესრულებას, თავისი ოფიციალური მოვალეობების დარღვევით, რაც ზიანს აყენებს ან, სავარაუდოდ, მიაყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.

4.            “პასიური კორუფცია” ნიშნავს, როგორც თანამდებობის პირის მიზანმიმართულ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, ითხოვს ან იღებს რაიმე  სახის უპირატესობას საკუთრივ თავისთვის ან მესამე მხარისათვის, ან იღებს დაპირებას ამგვარი უპირატესობის შესახებ, იმოქმედოს ან თავი შეიკავოს თავისი მოვალეობების შესაბამისად მოქმედებისგან ან თავი აარიდოს მისი ფუნქციების შესრულებას, თავისი ოფიციალური მოვალეობების დარღვევით, რაც ზიანს აყენებს ან, სავარაუდოდ, მიაყენებს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებს.

5.            “ინტერესთა კონფლიქტი” ნიშნავს ნებისმიერ სიტუაციას, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ეჭვი პერსონალის შესაძლებლობების მიმართ, რომ ის იმოქმედებს მიუკერძოებლად და ობიექტურად, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით: ოჯახი, ემოციური ცხოვრებისეული ასპექტები (მაგალითად, მეგობრობა, სასიყვარულო ურთიერთობები), პოლიტიკური თუ ეროვნული სიახლოვე, ეკონომიკური ინტერესი ან ნებისმიერი სხვა საერთო ინტერესი კონკურსანტთან, განმცხადებელსა თუ ბენეფიციართან, ან რაც გარე მესამე მხარის თვალით ობიექტურად ამგვარად ჩანს.

6.            “უკანონოდ გადახდილი” ნიშნავს ევროკავშირის ფულადი სახსრების მარეგულირებელი წესების დარღვევით გადახდილს.

7.            “ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი” (OLAF) არის ევროკომისიის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დეპარტამენტი. ოფისს გააჩნია ოპერაციული დამოუკიდებლობა და პასუხისმგებელია ადმინისტრაციული გამოძიების ჩატარებაზე, რაც მიზნად ისახავს თაღლითობის, კორუფციისა და ნებისმიერი სხვა უკანონო ქმედების წინააღმდეგ ბრძოლას  რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ევროკავშირის ფინანსურ ინტერესებზე, როგორც ეს განსაზღვრულია 1999 წლის 28 აპრილის ევროკომისიის გადაწყვეტილებაში 1999/352/EC, ECSC, Euratom ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ჩამოყალიბების შესახებ, 1999 წლის 25 მაისის  ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EC) N 1073/1999, რომელიც ეხება ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გამოძიებებს და 1996 წლის 11 ნოემბრის საბჭოს რეგულაციაში  (Euratom, EC) N 2185/96, რომელიც ეხება ევროკომისიის მიერ ადგილზე შემოწმებებისა და ინსპექციების ჩატარებას, თაღლითობისა და სხვა დარღვევებისაგან ევროპული გაერთიანებების ფინანსური ინტერესების დაცვის მიზნი