1. წინამდებარე მუხლი გამოიყენება შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების სისხლისსამართლებრივი დევნისა და დასჯის მიმართ.

2. აკრძალულია სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ სასჯელის დანიშვნა და სასჯელის აღსრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაჩენი გამოტანილია იმ სასამართლოს მიერ, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ძირითად გარანტიებს. განსაკუთრებით:

(ა) პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს ბრალდებულის დაუყოვნებლივ ინფორმირებას იმ სამართალდარღვევის დეტალების შესახებ, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, და უნდა ანიჭებდეს მას სასამართლომდე და სასამართლოს დროს დაცვის ყველა აუცილებელ უფლებას და საშუალებას;

(ბ) სამართალდარღვევისათვის მსჯავრის დადება დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე;

(გ) არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ რაიმე სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევისთვის ისეთი ქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს სამართლის მიხედვით არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივ სამართალდარღვევას; ასევე, არ შეიძლება დაწესდეს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ის, რომელიც გამოიყენებოდა სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევის ჩადენის დროს; თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ სამართლით გათვალისწინებულია უფრო მსუბუქი სასჯელის დაკისრება, დამნაშავე ისარგებლებს ამით;

(დ) ნებისმიერი პირი, რომელსაც ბრალი ედება სამართალდარღვევაში, უდანაშაულოდ ითვლება, მანამ სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სამართლის შესაბამისად;

(ე) ნებისმიერ პირს, რომელსაც ბრალი წაუყენეს სამართალდარღვევისთვის, აქვს უფლება, თავად ესწრებოდეს გასამართლებას;

(ვ) არავინ უნდა იყოს იძულებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ ან აღიაროს ბრალი.

3. მსჯავრდებულ პირს მსჯავრდების გამოცხადებისთანავე უნდა ეცნობოს მისი სასამართლო და სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებების, ასევე, მათი გამოყენების ვადების შესახებ.

4. დაუშვებელია სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა იმ პირთა მიმართ, რომელთაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, ასევე დაუშვებელია განაჩენის აღსრულება ორსული ქალებისა და მცირეწლოვანი შვილების დედების მიმართ.

5. საომარი მოქმედებების დასრულებისას მმართველი ორგანოები უნდა შეეცადონ, რაც შეიძლება ფართო ამნისტია მიანიჭონ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე და იმ პირებს, რომელთაც თავისუფლება აღეკვეთათ შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, განურჩევლად იმისა, იყვნენ ისინი ინტერნირებულნი თუ დაკავებულნი.

ნაწილი III

დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირე