1. წინამდებარე ოქმი, რომელიც ავითარებს და ავსებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების საერთო მე-3 მუხლს, მისი გამოყენების არსებული პირობების შეუცვლელად გამოიყენება ყველა შეიარაღებული კონფლიქტის მიმართ, რომლებზეც არ ვრცელდება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების I დამატებითი ოქმის (I ოქმი) პირველი მუხლის მოქმედება და რომელიც მიმდინარეობს მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მის შეიარაღებულ ძალებსა და მთავრობის მოწინააღმდეგე ძალებს ან სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც იმყოფებიან რა პასუხისმგებელი მეთაურობის განკარგულებაში, მისი ტერიტორიის ნაწილზე ახორციელებენ ისეთ კონტროლს, რაც მათ აძლევს უწყვეტი და შეთანხმებული სამხედრო ოპერაციების განხორციელებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების საშუალებას.
2. წინამდებარე ოქმი არ გამოიყენება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის სიტუაციების მიმართ, როგორიცაა ამბოხება, ძალადობის ცალკეული და სპორადული აქტები და მსგავსი ხასიათის სხვა ანალოგიური ქმედებები, რადგან ასეთი შემთხვევები არ არის შეიარაღებული კონფლიქტებ