1. მე-4 მუხლის დებულებებზე დამატებით, იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო თავისუფლება აღეკვეთათ, მიუხედავად იმისა, ისინი არიან ინტერნირებულნი თუ დაკავებულნი, დაცული იქნება, სულ მცირე, შემდეგი დებულებები:
(ა) დაჭრილებსა და ავადმყოფებს მოეპყრობიან მე-7 მუხლის შესაბამისად;
(ბ) წინამდებარე პუნქტში აღნიშნული პირები ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობის მსგავსი მოცულობით, უნდა მომარაგდნენ სურსათითა და სასმელი წყლით და უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჯანმრთელობის და ჰიგიენის დაცვის გარანტიებითა და მკაცრი კლიმატური პირობებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან დაცვით;
(გ) მათ უნდა მიეცეთ ინდივიდუალური ან კოლექტიური დახმარების მიღების ნებართვა;
(დ) მათ უნდა მიეცეთ რელიგიურ წეს-ჩვეულებათა შესრულებისა და, შესაბამისი თხოვნის შესაბამისად, როცა ეს მიზანშეწონილია, სულიერი დახმარების მიღების ნებართვა რელიგიური ფუნქციების შემსრულებელი პირებისაგან, როგორიცაა კაპელანი;
(ე) იძულებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ შრომის ისეთივე პირობები და გარანტიები, რომლითაც სარგებლობს ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობა.
2. მათ, ვინც პასუხს აგებს პირველ პუნქტში ხსენებულ პირთა ინტერნირებაზე ან დაკავებაზე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა დაიცვან ასეთ პირებთან დაკავშირებული შემდეგი დებულებები:
(ა) იმ შემთხვევის გარდა, როცა ერთი ოჯახის მამაკაცებს და ქალებს ერთად მოათავსებენ, ქალები უნდა მოათავსონ მამაკაცების მოსათავსებელი ადგილებისგან გამოყოფილ ადგილებში და უნდა იმყოფებოდნენ ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ;
(ბ) მათ უნდა მიეცეთ წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნისა და მიღების ნებართვა, რომელთა რაოდენობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეზღუდოს კომპეტენტურმა ორგანომ, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის;
(გ) ინტერნირებისა და დაკავების ადგილები არ უნდა განლაგდეს საბრძოლო მოქმედებების ზონის მახლობლად. პირველ პუნქტში ხსენებული პირები უნდა იყვნენ ევაკუირებული, როდესაც მათი ინტერნირების ან დაკავების ადგილებს განსაკუთრებით ექმნებათ საფრთხე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, თუ შესაძლებელია, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს უსაფრთხოების ადეკვატურ პირობებში;
(დ) ისარგებლონ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უფლებით;
(ე) მათი ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მთლიანობას არ უნდა შეექმნას საფრთხე რაიმე გაუმართლებელი ქმედებით ან უმოქმედობით. შესაბამისად, იკრძალება ამ მუხლში აღნიშნულ პირთა მიმართ რაიმე სამედიცინო პროცედურების ჩატარება, რომლის აუცილებლობა არ არის გამოწვეული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით, და რომელიც არ პასუხობს საყოველთაოდ მიღებულ იმ სამედიცინო სტანდარტებს, რომელიც ანალოგიურ ვითარებაში გამოიყენება თავისუფალ პირთა მიმართ.
3. პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება პირველი პუნქტი, მაგრამ რომელთა თავისუფლებაც რაიმე ფორმით შეიზღუდა შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარე რომელიმე მიზეზით, უნდა მოეპყრონ ადამიანურად მე-4 მუხლისა და წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის (ა), (გ) და (დ) და მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად.
4. თუ მიიღება გადაწყვეტილება თავისუფლებააღკვეთილ პირთა განთავისუფლების შესახებ, მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა მიიღონ საჭირო ზომებ