1. წინამდებარე ოქმი გამოიყენება ყველა პირის მიმართ, რომელსაც შეეხო პირველ მუხლში განმარტებული შეიარაღებული კონფლიქტი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან რწმენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის, ან რომელიმე სხვა მსგავს კრიტერიუმზე დამყარებული საზიანო განსხვავების (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „საზიანო განსხვავება“)  გარეშე,2. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისას ყველა პირი, რომელსაც თავისუფლება აღეკვეთა ან რომლის თავისუფლებაც შეიზღუდა ასეთ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აგრეთვე ის პირები, რომლებსაც თავისუფლება აღეკვეთათ ან რომელთა თავისუფლებაც იმავე მიზეზების გამო შეიზღუდა კონფლიქტის შემდეგ, ისარგებლებენ მე-5 და მე-6 მუხლების დაცვით თავისუფლების ამგვარი აღკვეთის ან შეზღუდვის დასრულებამდ