1. თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიას და მრწამსს, როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ თუ კერძოდ, ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით და მოძღვრებითა და სწავლებით.
2. არავინ უნდა დაექვემდებაროს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას ჰქონდეს ან მიიღოს საკუთარი არჩევანის რელიგია და მრწამსი.
3. რელიგიისა და მრწამსის აღიარების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ, კანონით დადგენილ შემთხვევებში და საზოგადოების უშიშროების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე, როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.
4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა და, შესაბამისად კანონიერი მეურვეების თავისუფლებას საკუთარი მრწამსის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა.
საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ
მუხლი 18
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო პაქტი - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“, მუხლი 18. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398335/muxli-18/