2. დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობისათვის შეზღუდვების დაწესება, იმათ გარდა, რომლებსაც ითვალისწინებს კანონი და, რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვისა თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის, შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში მყოფ პირთათვის ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვების დაწესებას.
3. ამ მუხლში არაფერი აძლევს უფლებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდს, მიიღონ საკანონმდებლო ზომები ან კანონი გამოიყენონ ისე, რომ ზიანი მიადგეს ამ კონვენციით გათვალისწინებულ