მუხლი 23. ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა
თავი VI — ადვოკატთა ასოციაცია
1. ადვოკატთა ასოციაციაში ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება:
ა) აღმასრულებელი საბჭო;
ბ) ეთიკის კომისია;
გ) სარევიზიო კომისია.
2. ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფებიც, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამის დანაყოფთა დებულებებით. თითოეულ დანაყოფს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან იქმნება ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.06.2001).
წინა რედაქცია (06.07.2001 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა 1. ადვოკატთა ასოციაციაში ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება: ა) აღმასრულებელი საბჭო; ბ) ეთიკის კომისია; გ) სარევიზიო კომისია. 2. ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფებიც, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამის დანაყოფთა დებულებებით. თითოეულ დანაყოფს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან იქმნება ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის საეღმასრთო კრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(2)
საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭო იქმნება ამ კანონით განსაზღვრულ…
…რომელიც შეიცავს ამონაწერს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. სხდომის ოქმიდან, თავად ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. საოქმო გადაწყვეტილებაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შინაარსობრივად იდენტურია. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 23.1 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის, 26.7 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ პირის გაწევრიანების შესახებ…